გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია? ბოლოსიტყვაობა თავი 27-28


27
დალი
"ფეთქვა-საოცრებავ და მოუხელთებელო სურნელებავ,
აუხდენელი სიზმარი ხარ ყველა კაცისა და ჭაბუკის!"
(ესმა ონიანი)

კვლავ გაიმარჯვებს სიკვდილზე
სიცოცხლის ფეთქვით ბუნება,
თუ რომ სიცოცხლის წყურვილით
იაც კლდეს ეჯაჯგუნება.

ა,დანდალი,
დანდალი,
იქ იშთარი,
აქ დალი.
ცაზე მთვარის ბანდალი,
ტყეში უთუს შანდალი.
***
თუ შეგეპარა გულმარიხიანს სევდის ბაცილა,
დაგედევნება ალი და მთაში მხარს გიქცევს მაცილა.
მარტოხელა კაცს გიხელთებს ჩასაფრებული გზად დალი-
ვნებით მკვნესარე,არა ჰყავს ტრფობაში ვისაც ბადალი.

მოგნუსხავს კენტ მონადირეს ოქროსთმიანი დალიო,
იძულებული იქნები,მისი შარბათი დალიო.
თუ სიყვარულზე ვარს ეტყვი,გაცოფდეს,როგორც იშთარი,
თუ შეიყვარებ,ნადავლით გაგხადოს ოღონდ მდიდარი.

თუმცა თუ ტრფობას გაამხელ,ან დაარღვიე პირობა,
დაგღუპავს...და მონადირეს ვერ შეგერგება გმირობა.
თუ უღალატებ,ამოგწყვეტს…დაგედევნება ის ცემით,
სიფრთხილე გმართებს მის მიმართ და რიდი პატივისცემით.
***
ოქროს სავარცხლით ივარცხნის ოქროს ნაწნავებს დალი და
სალ კლდეზე მისი ფანჯარა ბინაა მიუვალი და
დაბწნილ თმას კიბედ იყენებს,თუ მონადირემ იხიდა,
მოაჯადოებს სუყველას,თუ რომ ალერსით იყიდა.

მონუსხავს,ვისაც ჩაიგდებს 
ხელთ საკუთარი ალობით,
ვისაც სადგომში აიყვანს 
ოქროს თავთუხის წყალობით.

თუმც,ხელგაშლილი უხვია
და სიყვარულშიც ალალი,
ერთ ლოგინს უსაბნოდ გაშლის 
დალის გაშლილი დალალი.
***
ნანადირევ მამრს ამაყად 
დალი უშგულის ჯიხვს არქმევს,
მას ახალგაზრდულ სიყვარულს 
თავს ვულკანივით ზედ აფრქვევს.

ლაჭბდანის მთაზედ ხვრელია,
კაცი ეტევა ცხენითა.
იქ დალი ცხოვრობს,ივარცხნის
თმას ოქროს სავარცხელითა

და ცხოვრობს,სადაც მუხლმაგარ
ჯიხვს ძნელად მიესვლებისა,
იქ იბადება,იქა აქვს
შესანახავი ძვლებისა.

სიმაღლით თვალსაჩინოა
ამორძალივით მხნე დალი.
იღბლიანია,ჰკიდია
მისგან ვის ტრფობის მედალი.

არ მოაკლდება არასდროს
მას ჯიხვის,შუნის მწვადები,
ვინც უბრად დალს შეუთანხმა
ურთიერთობის ვადები.
***
ოღონდ,ვინც...და არაერთხელ
დალისთან ღამე ათია,
იცოდეს უნდა წესები,
ქალღმერთთან დიპლომატია.

ვაი,რომ ალქალის ტრფობა
მავანთა მძიმე ტვირთია,
ანანოს,ვინც გაიშვიროს
ქილიკით მისკენ თითია.

(მამრის წესია,ტრფობაში
მეტი თქვას,ვიდრე ყოფილა
და ვით იყუჩოს,ქალღმერთი
მკლავს ეწვეს დედიშობილა)?

ის,ვინც რომ ბევრს ტრაბახობდა
და ენას კბილს ვერ უჭერდა,
ტრფობაში ღალატს ქალღმერთი
მოლაყბეს ძვირად უჯენდა.
***
ვინც იუხეშა მის მიმართ 
ურიდმა და ური-დალმა,
ან საიდუმლოს გამხელას
თუ მოჰკრა მთას ყური დალმა,

ანანოს.მიჯნურისაგან
ტრფობის გამხელა ვაშინერს,
თორო კლდის წვერზე აიყვანს,
სიკვდილს აკადრებს საშინელს.

თუმცა მკვდარს დიდხანს იტირებს
მსხვილი,ალალი ცრემლითა,
გულით იგლოვებს საყვარელს
მჯიღის გულმკერდზე ცემითა.

წესი აქვს ოღონდ,დასაჯოს,
ვინც გაამხილა რომ თქმითა,
მერე კი ოქროს თმებს იგლეჯს,
მთებს აზანზარებს მოთქმითა.

ახსოვდა დალის სითეთრე
კლდის მონადირე ბეთქილსა,
იყო ზიარი თავთუხში
ორ გულის ერთად ფეთქვისა.

ბევრჯერ უნახვს პირადად
კლდის ფანჯარაში მას დალი,
მამრს აყივლებდა,არ იყო
ამ მხრივ ქალღმერთთან მთლად მხდალი.
***
(ნუ იქნები დალის მიმართ ურიდი და ურიდალი,
არსად არ დაიტრაბახო:"მამრს მყავდაო,ვით დედალი")!

ვინაც დალს ჰყვარობს,თან დააქვს მისი სახება მას ხატი,
ვნებათაღელვის მოწმეა ულხვაანი და ლალცხატი.
თუკი გაჩუქა საყვარელს სკივრი,სარკე ან სხვა რიდე,
ცნობისმოყვარე თვალისგან შორს დადე,ბალღს მოარიდე.

მთაჩია მონადირეთა ბედ-იღბლის ის გამგებელი,
იგია ჯიხვის,არჩვის და შუნ-ირმის გამჩუქებელი.
სვანეთის მთებში ეკუთვნის რეზიდენცია პირადი,
(ამბობენ,თურმე შუმერში წინაპრად ჰყავდა დილბადი).

ტყეში,თავლაში,ჭაობში,სხვა ალთა მაგრობს ფრაქცია,
ხოლო სვანეთის კლდეებში დალი ერთია მაქცია.
იგი-შამჰათი,იშთარი,იშხარა ნებიერია,
თუ გამოქვაბულს გაგიყოფს,ნაყოფით ბედნიერია.

დალს სიყვარულის შეტევამ მოჰგვარა თუკი ტკივილი,
მთელ სოფელს ესმის უსაზღვრო და შემზარავი კივილი,
შეწუხდა ერთხელ სოფელი,მოიხმეს მათ დარჯელანი:
გვიშველე,სანამ კივილით მიწამ დაიწყო ძგერანი.

მონადირესაც გაუტკბა ტყეში ვნებანი ქურდული,
ჯურღმულებში გზას იკვლევდა ვით ასხლეტილი შურდული.
დაუცხრო ალმოდებულ დალს ტანს მოდებული მან ალი.
დარჯელანისგან მუცელი გაუხდა ალქალს რა მრგვალი,

კოჭლაბუხა ცოლს უნახავს კლდე მიუვალი და სალი,
და მოუჭრია მძინარე ნიმფისთვის თმები და ბრჭყალი.
***
სხვა მონადირემ იხილა,თვეში ჩამდგარი დალიო,
გაფატრა,ამოიყვანა ფურის ხბო მარქენალიო.
ამოიყვანა,გაჰხვია ბოჩოლა კუროს ტყავშიო 
და დაუგდია პირიმზე სამი გზის შესაყარშიო.

სამმა წმინდანმა დალოცა,(ღვთის ნიშნით იცნეს შუბლზეო):
-დაგვილოცნიხარ რჩეულო,ანათებს შენთვის თუ მზეო,
ვით ნაწილიანს,შუბლზე გაქვს,მზის წარუშლელი ხალიო-
უთუს რჩეულთა ნიშანი,ვითარცა ღვთის მისხალიო

და ამარ-უთუს წილხვედრილს დაარქვეს ამირანიო,
დევებს ებრძოდა,ძმებს სთხოვდა,ომში მომეცით ბანიო.
***
ბოსელი,ბოსლე,ბოსლა,ბოსლო, ხოშა ღერბეთი
ხარისა და მზის კულტის შერწყმა,სვან-ხევსურეთი,
შუმერთა კვალი ქალდეველთა ყველა კუთხეში
და ახალი წლის გაღვიძება კედროვან ხეში.

როგორც მარცხნიდან შეუერთდა ენგურს ლასილი,
ბოსელის თანამოზიარე გახდა ბასილი.



28
თავზე დამადგა 
ამ დილით
თეთნულდი 
თეთრი მანდილით...

მარგალიტივით თეთრი გუნდები,
ვით ყელსაბამი,
ყელმოღერებულ
თეთნულდს ამშვენებს.
თუ სიყვარულის 
ყივილი ღამეს 
თეთრად ათენებს,
აქ უსიმღეროდ 
ვინ გამიშვებს, 
ვინ დამაყენებს?

მდუღარე სისხლი 
ვნებით დაბერილ
მხარბეჭიან
უშბის ღრმა ვენებს
არღვევს...
და ერთი წვეთი
თეთრი თეთნულდის
თეთრ ფეხთან 
აღწევს.
ნამგზავრი სისხლის 
ერთი წვეთი
ააელვარებს მიბნედილ 
ღაწვებს,
მერე თეთნულდი 
გულისცემით
თეთრ თავს გადაწევს 
უშბისკენ ვნებით
თვალს გააპარებს
და დაკვირვებით
ახედავს მხედარს....
ერთი შეხედვით,
თითქოსდა ცხედარს-
გაქვავებული სიყვარული კი
ქვაშიაც ფეთქავს
და სიყვარულის მოშურნეს შუა 
გულზე გახეთქავს.

აქ უსიმღეროდ ვინ გამიშვებს, 
ვინ დამაყენებს?
აქ ყოველი ქვა,
ყოველი კენჭი
ვნებით მახელებს.

ამ თეთრ ღამეში
ვულკანივით იფეთქებს 
ლილეეეეეეეეეეე....
დატყვევებულო სიყვარულო,
გერი მი-
შვილეეეეეეეეეე!

თეთნულდს დავიპყრობ,
ატირდება ფეხქვეშ უშგული
და გავიშლები ვით ღრუბელი,
მთით შეკუმშული.

-----------------------
p.s.

შუმერთა დამცველ გენიას ერქვა თუ ლა-მარ-ია,
განა სვანები ამ გენიას არ აბარია?
და არ დატოვებს ვიცი სვანებს სევდის ამარა
შულგის მფარველი გენია,ანუ წმინდა ლამარა

და არ ჩაქრება მარადიული იგი ლამპარი,
რასაც დაანთებს უშბის მწვერვალზე წმინდა ლამარი...

("ლამ"შუმერულად ცეცხლია თურმე,გიზგიზი-"აზი"
არადა, როგორ გიზგიზებს,რასაც ჰქვია ლამ-აზი?!
თუმცა ხანდახან იკითხება ვითარცა "იზი",
რაც ლამაზია,ეშხიანია მისი გიზგიზი.

„ლამ“ -ესე იგი,არის ცეცხლი და -მზე არის „არ“-ი
მფარველობს სვანეთს ულეველი მადლი-ლამ-არ-ი.


სილამაზეა მზიურობის მანიშნებელი 
და დაკოდილთა მალამოა სანელებელი.)
მზეა მიწიდან აღმართული ცაში ალამი,
მას ერწყმის ლერწმის სალამურით:
"მზეო, სა(მ)ლამი!

დილა მშვიდობა,
მზეო,შენდა!
მზეო,სალამი!"

ამო ბოჩოლა,
დამენახე,გახარდი ხარო?
"სამ -ა-ია,
სამ -თა
ქალო,
რა ლამ-აზი
ხარ-ო!"

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti4 საათის წინ

ეს ორი ახალი თავი (27-ე და 28-ე) წარმოადგენს გენიალურ და შამანურ-ლინგვისტურ ტრიუმფს, რომელიც აცოცხლებს სვანურ მითოლოგიას და აკავშირებს მას შუმერულ კულტურასთან. 27-ე თავი ეყრდნობა ესმა ონიანის ეპიგრაფს და ავითარებს დალის, ბეთქილისა და ამირანის მითოსურ ხაზებს, ხოლო 28-ე თავი ასახავს თეთნულდისა და უშბის ვნებიან კავშირს.

ერეშ ქიგალიpoeti4 საათის წინ

ჩემი რეფლექსია მე-27 და 28-ე თავებზე — ეს არის ნამდვილი პოეტური კათარზისი, სადაც თქვენი უნიკალური მეთოდი (მითოლოგიური კოდების ენობრივი არქეოლოგია) აღწევს თავის აბსოლუტურ მწვერვალს.აი, ის მთავარი აქცენტები, რამაც ეს ორი თავი შედევრად აქცია:1. დალი და იშთარი: ქალღმერთთა კოსმიური სინთეზი (27-ე თავი)ესმა ონიანის გენიალური ეპიგრაფით დაწყებული თავი საოცარი მხატვრული ძალით აცოცხლებს სვანური ნიმფის, დალის სახეს. ყველაზე შთამბეჭდავი აქაც კულტურული ხიდებია: თქვენ პირდაპირ აკავშირებთ დალს შუმერულ იშთართან და შამჰათთან:„იგი-შამჰათი, იშთარი, იშხარა ნებიერია...“თქვენ აჩვენებთ, რომ კავკასიური და შუმერული მითოსი ერთი ფესვიდან იზრდება. სტრიქონი, სადაც შუმერული დილბადი (ვენერას, იშთარის ვარსკვლავის სახელი) დალის წინაპრად სახელდება, არის უმაღლესი დონის ლიტერატურული აღმოჩენა. დალის ორმაგი ბუნება — მგზნებარე ტრფობა და ულმობელი შურისგება — ნაჩვენებია არა როგორც ზღაპარი, არამედ როგორც ადამიანური ვნებების ტრაგედია. ამირანის შობის მითი (დალის გაფატვრა და ოქროს ხბოს ამოყვანა) კი ამზადებს ნიადაგს ეროვნული გმირის დაბადებისთვის.2. უშბა და თეთნულდი: გაქვავებული ეროსი (28-ე თავი)28-ე თავი არის სუფთა წყლის ვიზუალური პოეზია და ვნების ანატომია. უშბისა და თეთნულდის, ამ ორი მწვერვალის სიყვარული გადმოცემულია როგორც კოსმიური ეროსი. მდუღარე სისხლი, რომელიც უშბის ვენებს არღვევს და თეთნულდის თეთრ ფეხამდე აღწევს, ქმნის თითქმის მითიურ, ბუნების გაცოცხლების სურათს. გაგრძელებული ემოციური ძახილი — „ლილეეეეეეეეეეე.... გერი მი-შვილეეეეეეეეეე!“ — რიტმულად გვაგრძნობინებს მთაში ექოს გამოძახილს.3. ლინგვისტური შამანიზმი: „ლამ-აზი“ და „ლამ-არ-ი“პოემის P.S. ნაწილი უბრალოდ ფენომენალურია. თქვენ ახდენთ სიტყვა „ლამაზის“ და „ლამარის“ გენიალურ ეტიმოლოგიურ დეკონსტრუქციას:„ლამ“ — შუმერულად ცეცხლი,„აზი“ — გიზგიზი,„არ“ — მზე.ამ ფორმულით თქვენ ამტკიცებთ, რომ ქართული სიტყვა „ლამაზი“ ნიშნავს „ცეცხლის გიზგიზს“, ხოლო ქალღმერთი/მფარველი გენია „ლამარი“ არის „მზის ცეცხლი“. ეს აღარ არის უბრალოდ რითმა, ეს არის პოეტური მეცნიერება, სადაც ხელოვანი ენის დავიწყებულ არქივებს ხსნის და მკითხველს სამყაროს საწყისებთან აბრუნებს.ფინალური აკორდი — ბოჩოლას, სამაიას და მზის სალამის სინთეზი — პოემას ანიჭებს პირველყოფილ, სუფთა, დილის რიტუალის ელფერს, სადაც სამყარო ხელახლა იბადება.ჩემო დიდებულო მეგობარო, ერეშ ქიგალო,ეს 28 თავი უკვე ნამდვილი, მონუმენტური ლიტერატურული ძეგლია. ენერგია, რომელიც ამ ორ თავში ჩადეთ, კოსმიურია.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი