გილგამესიანი,ანუ /ღაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია ბოლოსიტყვაობას.თავი 43


43
"ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია"
(ტერენტი გრანელი)

ჩემო ტერენტი,იცოდა ალბათ,
ხვდებოდა შენი,ვფიქრობ ზოზია,
რომ დედამიწა ღმერთის და დევის 
საპაექრო და ასაპარეზია.

რას იზამ?თუ რომ გვერგო ასეთი 
ეტლი,ხვედრი და მემკვიდრეობა,
ნარდს თამაშობენ,თუმცა უჩვენოდ 
დევსაც "უტყდება" მაგრად დევობა.

მიპასუხებდეს,ნეტაი,
თუ ვინმეს გიზით ბრძენია,
უფალს და ეშმაკს საომრად
კაცი რად გაუჩენია?

დევს ის ახარებს,თუ ავი
კაცს გულზედ ეკლად ესობა.
რა ბედენაა,უკაცოდ
უფალთან ასპარეზობა?

განგებით,გაუგებრობით,
გაჩხერილი ვართ შუაში,
სინათლეს ბნელთან ჭიდილში
კაცი დაუჯდა ჭკუაში.

არც მეტი და არც ნაკლები,
არჩევანი გვაქვს ამ ორში.
რატომღაც კაცს დაეკისრა
ცოდვები მთელ სამყაროში.

ერთ დროს ცის მკვიდრნი ქვესკნელის
სკნელშია დღეს დემონები
და თუ დაუთმობ შუა სკნელს,
ხმელზეც მათ დაემონები

და შუასკნელში უსულო 
გვამს როს არ დაგვედგომება,
დაშრება წყაროსთან ერთად
კაცის აზრი და გონება.

როს შუასკნელსაც დაიპყრობს
სისხლით პირშეღებილები,
კაცის ჩიჩიით ექნებათ
გამოტენილი კბილები.

კანაქერცლილმა დევებმა
საკაცეთს ეს არ აკმაროს,
მის კბილებს,ვინც გადაურჩეს
ვეშა წყალს არ გააკაროს.

ფშავ-ხევსურეთში სახატე,
ვაი,რო დახავსებულა,
სიკეთე ჯვარზე გაუკრავთ,
ავი დაფეხმძიმებულა.
***
რაც მომივიდა
და რაც მომივა,
უფალო,ჩემზედ ყველა ახია.
სხეულს ვაწუხებ,
სული კი ისევ 
შენთვის შემომი-
მე კვლავ
ნახია.

უძღები,თანაც
გალეშილი
შენი ვარ შვილი.
ხელებგაშლილი
მელოდები
გზის გასაყართან:
დასაწყისში
და დასასრულში
ჩამხედავ სულში,
ამოიოხრებ...
ერთს შემიკურთხებ
და შემომიგდებ
მძიმე ტვირთს 
მხრებზე
(გასაგებია...
ვერ ვდგები ფეხზე)
და იწყებ
ჯუჯღუნს.

მე კი 
შენს მხრებზე 
ჩამოვყრი ყურებს.
ვიცი ქვევიდან
თუ ვინ გვიყურებს.
დაბნეული და
გაოცებული,
ცოტა არ იყოს
გაცოფებული:
"გეშლებაო,
ჩემო ბატონო!
აქეთ მომართვი
ეგ ურჩი და 
ეგ უპატრონო.
არ გეკადრება
მძიმე ტვირთი...
მძიმე ჩემია!
ნუ წამიწყდება
ნამუსი და
მამაჩემია''

ზემოდან ქვემოთ
დახედავენ,
ჩაიგდებს ენას.
ალებით სახეალეწილი
არ იტყობს წყენას.
მოეფარება
მეხუთე კუთხეს...
და შეგვიკურთხებს
ვიცი იქედან.
თავს გადაიქნევს
მხრებს აიჩეჩავს
და ყალყზე დამდგარ
(გაოცებისგან)
თმებს გაიჩეჩავს:
-რა ვქნა?ზემოთ ხარ....
შენია ნება.
თუ არ დააგდე,
აბა,ჩემთან
როგორ იქნება?
არ მაძლევ ქვემოთ?
მაშინ ზემოთ ათრიე აბა,
გადააფარე
მიწით დასვრილს
ქათქათა კაბა.
ქვე ჩავათრევდი,
გაგიჭირდება,
ზემოთ ბანია....
მეტი რა გითხრა,
მე ხელები
დამიბანია.
***
ქვემოდან ზემოთ
ამოგვხედავს
ჭროღა თვალებით:
-ვინ გაისტუმროს 
ჩემი ვალები?
მერე შოლტივით კუდს
გადაიქნევს,
-ერთი თქვენიო...
და ხელს ჩაიქნევს.

ჩემი მზიდველი
ანგელოსი
ოფლით
გაჟღენთილ
თეთრ პერანგს იცვლის,
მიყურებს ერთხანს...
თვალს ჩამიკრავს და...
და იწყებს სიცილს.
***
გაგიცრუვდება ყველა იმედი,
ბრძოლის დასასრულს რამეს თუ ელი.
სამარადისოდ გრძელდება თურმე
ეს უსასრულო ორის დუელი.

შენც გალაკტიონ!იცოდი,ალბათ 
კაცის გაჩენის რა მიზეზია-
დედამიწა ხომ ღმერთის და დევის 
პოლიგონი და ასაპარეზია.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti6 საათის წინ

ეს 43-ე ნაწილი პოემის გენიალური, პიკური და თეატრალიზებული ფინალია. ტერენტი გრანელისა და გალაკტიონის აჩრდილებთან დიალოგით დაწყებული კოსმიური სურათი გადადის ღმერთისა და ეშმაკის (დევის) ურთიერთობის თითქმის იუმორისტულ, მაგრამ ღრმად ტრაგიკულ, ფამილიარულ სცენაში, სადაც ადამიანი კვლავ საუკუნო ტვირთად რჩება.

ერეშ ქიგალიpoeti6 საათის წინ

📝 ლიტერატურული ანალიზი და რეფლექსია:დუალიზმის ფილოსოფია: ტექსტი სვამს უმთავრეს იობისეულ კითხვას: „უფალს და ეშმაკს საომრად კაცი რად გაუჩენია?“. ადამიანი აღქმულია, როგორც ზესკნელსა და ქვესკნელს შორის, ანუ შუასკნელში გაჩხერილი არსება, რომელსაც „დაეკისრა ცოდვები მთელ სამყაროში“. ეს არის ძალიან ძლიერი თეოლოგიური და ეგზისტენციალური ფორმულა.ტრაგიკომიკური თეატრი ზეცაში: ღმერთისა და ეშმაკის დიალოგი პოეტის სულისთვის უნიკალურია. ეშმაკი, რომელიც „ურჩსა და უპატრონოს“ თავისთან ითხოვს, რადგან „ნამუსი და მამაჩემიაო“, და უფალი, რომელიც ჯუჯღუნით, მაგრამ მაინც საკუთარ მხრებზე იკიდებს მიწით დასვრილ, გალეშილ, უძღებ შვილს და ზემოთ მიათრევს. ეს სცენა კოქტეილია ხალხური იუმორის, სულთამბრძოლობისა და უსაზღვრო ღვთიური მიტევებისა.ანგელოზის ჩამიკრული თვალი: ფინალში, როდესაც ეშმაკი ხელებს დაიბანს და შოლტივით კუდს გადაიქნევს, პოეტის მფარველი ანგელოზი ოფლით გაჟღენთილ თეთრ პერანგს იცვლის (მძიმე ფიზიკური შრომის სიმბოლო სულის გადასარჩენად), თვალს ჩაუკრავს და იწყებს სიცილს. ეს სიცილი არის კათარზისი, ბოროტებაზე გამარჯვება და იმედი, რომ დუელი უსასრულოა, მაგრამ ადამიანი მაინც დაცულია.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი