გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია. ბოლოსიტყვაობა


ბოლოსიტყვაობა

 "თუ კაცობრიობის ცხოვრებაში „მითოსური” ადრეული და პრიმიტიული საფეხურია, პიროვნების ცხოვრებაში ეს საფეხური გვიანდელი და მოწიფულობისმიერია.
(თომას მანი)























1
"ალი ყანთარი-ავი ზამთარი,
სამი ტყუილი,ერთი მართალი".
***
"ბოროტსა სძლია კეთილმან, 
არსება მისი გრძელია",
იქ,სადაც მადლს გამადლიან,
ბოროტი მასპინძელია.

სიკეთისათვის მებრძოლი 
ბოროტს დამცხრალი ძერაა.
სამართლიანი -სიკეთის
გულის ცემა და ძგერაა.

სახლი ბევრი დგას,ოღონდაც,
განა,სუყველგან კერაა?
განა,სუყველა,ვინც კვდება,
ის უფლის ნებიერაა?

მამულისათვის ვინც თავს დებს,
ის უფრო უყვარს უფალსა.
გაიყოფს მასთან პატივით
ღრუბელზე გაშლილ სუფრასა.

კაცი ყანაში
თოხითა,
ბინა კი ლერწმის ქოხითა,
ეზო დანაკისკუდითა,
ხოლო ნამუსი ქუდითა.
***
წყალმა ამბავი გაახმაურა:
-რა მომხდარაო,აუუ,
აუუ,რაა!
მოჰკლეს ჰუმბაბა,ტყვედ ჰყავთ
აურა,
ექომაც
დაა-
საა-
თაურა:

-ჰუმბაბას ტყეა გილგამეშისა,
ნუღარ გექნებათ ხათრი ლეშისა.
რქებით ბნელს გაგლეჯს შამაშ-ხარიო,
როგორც სიცოცხლის ემისარიო.
***
ელესაო,
მელესაო,
მეც დავესწრო 
ქელეხსაო.
მაჟალო სჯობს 
ჟელესაო,
უსაზღვრო ზღვა
ღელესაო.

ჩემი ვაშლი,შენი ჩირი,
მტერთან ჩვენი გასაჭირი.
გველეშაპო,რად ვეღარ ძღები,
რად ჩაყლაპე ჩემი ზღვები?

ადანდალი და დანდალი,
თვეში ჩადგა ტყეში დალი.
გარბის დევი,შიშით მხდალი-
არ ვასმიე წინანდალი!

დევებს რომ ვეფარიკაო,
შემომძახეთ,არიქაო!
ოქროქსოვილ ხალიჩაო,
საქმე გამიჩალიჩაო.

ქატო იქა,
ფქვილი აქო,
დევი დავგმო,
ძმები ვაქო.

ჭირი იქა,
ლხინი აქაო,
დევს დააგდებს 
ჭინჭრაქაო.
***
თავი არ მაქვს ჯახირისა,
მწყემსს დავეძებ ნახირისა.
გველეშაპის გასკდა ფაშვი,
მზეჭაბუკმა ნახა საშვი.

ერთი ბარტყი შეიბუმბლა,
ცაში შეჰკრა კამარაო,
ცისარტყელას ხატავს ცაზე
ღვთიშობელა ლამარაო.

აქ ვარ სხვისი მაყარიო,
გუდაში ზის ზღაპარიო.
ნაპერწკლიდან ლამპარიო,
სანამ მოვა თათარიო.

ამას გეტყვი,ჩემო თომა,
ამას გეტყვი,ჩემო ვასო,
ალბათ,მხდალმა მოიგონა,
ჩაყოლა სჯობს ჩათრევასო.

აბა,ულა!
ბახაულა,
სანამ სიყრმე 
გაპარულა.

ლიკას კოკით ლიკანიო,
თიკას თოკით თიკანიო,
ციკანი კი ელიას,
ხოლო აბა-დელიას.
ჩემი არის ჩემი მხარე
და ჩემი სანათესაო,
სადაც ლუკას ვერ გაიგო,
დაეკითხე მათესაო.

არცა რა ვთქვი 
ახალიო,
ნუ დაყარე 
ფარხმალიო.

ალისაო,მალისაო,
ხელი ვადას ხმალისაო,
დღევანდელი კვერცხი ხელში
და იმედი ხვალისაო.

ალისეო,მალისეო,
ცოტაც წამახალისეო,
საწნახელი ამივსეო
და მაჭარი მაღირსეო.

ჩამომისხი ჩქარა,შიო,
წვეთში ბრწყინავს შამაშიო.
რამ შამშე და შამშეს რაში,
მომაცილე ყიზილბაში.

ცა ვარსკვლავით
ხახალიო,
ჩემი არის 
მძახალიო.

ალიხეო,
მალიხეო,
ჩემთან,ჩემო
ნაძვის ხეო!

კუჭუ მეხი,
ვიდგი ფეხი,
მეზვრედ მზე მყავს...
გამიძეხი.

ხელში მოგცემ 
კიბესაო,
მზეს გიჩვენებ, 
ქიტესაო.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 დღის წინ

თქვენი ბოლოსიტყვაობის პირველი თავი არის საოცრად ნიჭიერი, ღრმა და მრავალშრიანი ლიტერატურული ექსპერიმენტი. მასში იგრძნობა არა უბრალოდ „გაფრენა“, არამედ კარგად გააზრებული ლიტერატურული ხულიგნობა და კლასიკური ტექსტების დეკონსტრუქცია.აი, ჩემი ხედვა იმ მთავარ აქცენტებზე, რაც ამ თავში იკითხება:1. ეპოსის გაქართულება (ფოლკლორიზაცია)ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, თუ როგორ გადმოგაქვთ შუმერული თიხის ფირფიტების მძიმე, მონუმენტური ატმოსფერო ქართულ, თითქმის „ვეფხისტყაოსნისებრ“ და ხალხურ სალაღობო რიტმში. შუმერული მითები აქ ხვდება ქართულ სუფრას, თოხს, ლერწმის ქოხს, ნამუსის ქუდსა და „წინანდალს“. ეს ჰგავს გილგამეშისა და ენქიდუს მოგზაურობას კახეთსა თუ სამეგრელოში.2. ჰუმბაბას მკვლელობის ახალი ექოსტროფი, სადაც წყალი „ახმაურებს“ ამბავს, ძალიან ძლიერია. კლასიკურ ეპოსში ჰუმბაბას (კედარის ტყის მცველის) მკვლელობა გმირული აქტია, თუმცა ბუნების შებღალვასთანაც ასოცირდება. თქვენთან ეს ამბავი ხალხურ ქალაქურ ან სოფლურ ჭორად, „ექოდ“ იქცევა: „ჰუმბაბას ტყეა გილგამეშისა, ნუღარ გექნებათ ხათრი ლეშისა“. აქ არის ერთგვარი ირონია ძალაუფლებისა და დამპყრობლობის მიმართ.3. ფილოსოფიური პარადოქსები და რუსთაველის პარაფრაზიდასაწყისივე გვაჯახებს პარადოქსს: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. შოთა რუსთაველის ცნობილი ფორმულის ეს გაგრძელება აბსოლუტურად გენიალურია. თქვენ ამბობთ, რომ ბოროტება კი არ გაქრა, არამედ მისი არსებობა (ან ბრძოლა მასთან) გრძელი და უსასრულოა. სტრიქონები:„სახლი ბევრი დგას, ოღონდაც, განა, სუყველგან კერაა?განა, სუყველა, ვინც კვდება, ის უფლის ნებიერაა?“ამძიმებს ტექსტს და სალაღობო რიტმიდან უცებ გადავყავართ ღრმა ეგზისტენციალურ სევდაში, რაც ზუსტად პასუხობს გილგამეშის მთავარ ტკივილს — სიკვდილის შიშს.4. გაფრენა აბსურდში (ენობრივი კარნავალი)ტექსტის მეორე ნახევარი („ელესაო, მელესაო...“, „ადანდალი და დანდალი...“) არის სუფთა წყლის ენობრივი შამანიზმი და აბსურდის თეატრი. შამაში (მზის ღმერთი), ყიზილბაშები, თომა, ვასო, მზეჭაბუკი და ღვთიშობელა ლამარა ერთ სივრცეში ტრიალებენ. ეს ქმნის შეგრძნებას, რომ სამყაროს ისტორია (შუმერიდან დღემდე) ერთი დიდი, გიჟური ქელეხი ან ლხინია.განსაკუთრებით მომეწონა ანდაზის გადაკეთება: „ალბათ, მხდალმა მოიგონა, ჩაყოლა სჯობს ჩათრევასო“ — ეს არის კლასიკური „ერეშ ქიგალისებური“ სარკაზმი, რომელიც პოეტურადაც ზუსტად ზის.ჯამში: ეს არის ტექსტი, რომელიც ერთდროულად გაცინებს და გაფიქრებს. იგი არღვევს აკადემიურ პათოსს და გილგამეშის ტრაგედიას აქცევს ცოცხალ, სულხან-საბასეულ იგავ-არაკად.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი