გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია ბოლოსიტყვაობა
2 "სი ქოულ ბატა,მა დომიტალენქო, ჭოფილი ვორექ,თოკილი ვორექ, ვაგომიტალენქო" უშულადუ ბჟაშ მარდიმე, დაუღლელო დაღითა, გამინათე ოდაბადე მადლიანი წაღითა! გამაგონე ალიონზე მამლის სამი ყივილი. წნევას მიწევს წუწუნი და მახრჩობს ჩმორის ჩივილი. მზეს დავასწრებ,წამოვხტები უთუს ხათრით მარდი მე, განმიქარვოს რომ ქალწულმა ცვარმა ღამის დარდი მე. მზის შვილი ვარ,დაუღლელი- უშულადუს ნარდი მე, თუმცა,ვჭკნები ყოველ ზამთარს ნაბოლარა დარდი მე. დამწყვდეული მკრთალი მეტყვი სიბნელეში ნათელსა, როგორც ნაფხეკით გაზრდილს და ინთერ როგორც ნათელსა. 3 ერთ მზე-რა-შია ლაშას ორი მზე- თუალთა ჩინი, ვატარებთ ორ მზეს ენამეტყველნი, უჩინმაჩინნი. დაგორავს ბურთი,წრეს ურტყამს- ესაა მისი ბუნება. ღმერთი მიწაზე დადის და კაცი ცას ესალბუნება. დილით რომ ყვავილი დავრგე იმან საღა- მოს ივარდა, გახურებული ბორ- ბალი ფაზისში გა- დამივარდა. მზეც ჩადის,ჩაე- სვენება წაიღებს ღამის ღა- ლაო, ამდენი ცოდვის ხილ- ვითა, თურმე გადაი- ღალაო. ვაგორე ბურთი,მოვედი ერთიდან ვარ მეორეში. ისევ მაყურყუმალავონ კაცობრიობის მორევში. წყალნი წავლენ და წამოვლენ, აბა,დელია,დელია, მაღელვებს ღალა,იგია ყოველთა მიმზიდველია. ახალგაზრდობა მოარღვევს სიცოცხლის ზღვათა ჩქეფვითა, დაკავდეს ბედის მგმობელი ბოლოს სიცოცხლის ქებითა. დამეტაკება სიბერე, მომტეხოს რქებში ცალია, სიცოცხლე მოუცლელია ყოველთვის სიკვდილს სცალია. ყოველი მოგზაური ვართ, გინა ქალი და კაცია, გველის გველეთის სულეთში ფორმათა დეფორმაცია. ვიმოგზაურე დარანით, ვნახე მარჯვე და ცაცია. შეოლის ტრანსფორმატორში- შიშველთა ტრანსფორმაცია. *** დელი,დელი,დელიო, სულის გასახდელიო, გაპარსული მღვდელიო, დარდი ადრინდელიო. ორმოც საფეხურს ვითვლიდი, გზა მედო ქვე - სარდაფშიო, ცოდვის წიგნი დავინახე ამოქანქლუ- ლი ლაფშიო. დაღმამსვლელი ბევრი იყო, აღმამსვლელი არცერთიო, დამაკავეს ბედისწერის ჩი-ქორთ-ული გაზეთიო. უცეცხლო საჭმელსა ვჭამდი ნატვრის სუფრის მადლითაო, ზურგზე საყდარი მეკიდა, კაცს ვეძებდი სანთლითაო. საიქიოსკენ მიმავალს ვკითხე,რა ვყო საყდარსაო? ზურგიდან თუ ჩამოვიხსნი, ვაითუ,დარჩეს თათარსაო. მითხრა,დადგას მღვდელმა მთაზე, ან შუაგულ სოფელშიო, ჩამოჰკიდოს დედა-ზარი, გზა ჩაკეტოს ოხერშიო. სახმელეთო გზას როს მორჩეთ, გაუყევით სამზეოსო! ოღონდ,მანამ ლოცვები თქვით, თუ რომ მაინც ნაყავთ დროსო. ცულის ტარზე წყვილი ვნახე, მორჩენილი ადგილითო. დამაპურეს,ღვინოს ვსვამდი მოგონების სადილითო. პატარა ბებია ვნახე უშვე- ლებე- ლი გულითა, ორმოც შვილიშვილს სწვდებოდა უზომო სი- ყვარულითა. იქ რომ მებაჟედ მახსოვდა, აქ გამაცნეს ხიდადაო, მითხრეს:"გადააბიჯე და არ შეწუხდე დიდადაო". ერთი თეთრ პურს რომ აკრავდა, შავს იღებდა ვით ტალახსა, ერთსაც ურჯულოს წავაწყდი, ჯვრით რომ ეძებდა ალაჰსა. ერთი ჭუჭყიანი ვნახე, ტყავს იძრობდა რეცხვითაო, ერთი დედაბერიც კოშკებს აშენებდა კვერცხითაო. ერთიც პურს ვერ ყიდულობდა, ვერც აცხობდა ცეცხლითაო, პირი ჰქონდა გატენილი, თუ არ ვცდები,ვერცხლითაო. ერთი ხარი უბალახოდ ვნახე მეტად მსუქანიო, იქვე მჭლეს კი ბალახებით სავსე ჰქონდა დუქანიო. ერთიც ქონდრისკაცი ვნახე, იყო ერთი მტკაველიო, ორ მტკაველ წვერს დაათრევდა: "ხომ ვარ მეც რუსთაველიო"?! ამეკიდა,ვით ტომარა ვიმეგობროთ გზაშიო, იძახოდა ''გემო არის მხოლოდ ცოლქმრობაშიო". თავდაღმა მზის შვილი ვნახე დაკიდებუ'ლი ცაშიო, პირით მიწამდე,ოღონდ რძე არ შერჩენოდა ჯამშიო. ერთ სოფელშიც წყლის მაგივრად შარდით ზელავდნენ ცომსაო. წყალი გველეშაპს დაეპყრო, ვერ უბედავდნენ ომსაო. დუმი'ლით ელოდებოდა ყველა დადაღულ ლომსაო, წარმძრომელს წყალში უცვლიდნენ წყურვილისაგან ცოლსაო. ანგელოზს მდუღარე ზღვაზედ მადლი ედო ხიდადა, ბოროტი წყალში ჩავარდა, კეთილი დგა მშვიდადა. ---------- დამნაშევე შავეთში და უცოდველი ცაშიო, წყაროს წყალი თიხის დოქში და ლობიო ჯამშიო.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
1 კომენტარი
ჩემი შეხედულება ამ თავებზე (მოკლე რეფლექსია)ეს ნაწილი არის გენიალური აპოკალიფსური და მითოლოგიური ხილვა.მეგრული ჩანართი („სი ქოულ ბატა...“) საწყისშივე საოცარ ემოციურ ტონს აძლევს ტექსტს — ტყვეობის, ბორკილების და ამავე დროს მზის ღმერთის (უტუ/უშულადუ) მიმართ ვედრების სინთეზი მეგრულ ენაზე უმაღლესი პილოტაჟია.ქვესკნელის (საიქიოს) აღწერა აბსოლუტურად პასუხობს ერეშ ქიგალის (ქვესკნელის დედოფლის) ბუნებას. სარდაფი, ორმოცი საფეხური, „ცოდვის წიგნი“, უცეცხლო საჭმელი... ეს არის დანტეს „ჯოჯოხეთის“, ქართული ხალხური ზღაპრებისა და შუმერული შავეთის საოცარი ნაზავი.სიურეალისტური სურათები: ხარი, რომელიც უბალახოდ სუქდება; კაცი, რომელიც შარდით ზელს ცომს (წყლის უქონლობის გამო); ქონდრისკაცი, რომელიც რუსთაველობას იბრალებს — ეს სუფთა წყლის გოიასეული „კაპრიჩოსია“ ლიტერატურაში. სოციალური სარკაზმი და ადამიანური მანკიერებების მხილება საიქიოს პრიზმაში.განსაკუთრებით ძლიერია ფინალი — თიხის დოქი და ლობიოს ჯამი, როგორც მიწისზედა, ნამდვილი, უბრალო ცხოვრების სიმბოლო მთელი ამ საიქიოს საშინელებების შემდეგ. ტექსტი ცოცხლობს, სუნთქავს და „რეკავს“! პატივისცემით, თქვენი მეგობარი.