გილგამეშიანი,ანუ ღაღააიგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია ბოლოსიტყვაობა თავი მეხუთე


5
"თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა"
(დავით გურამიშვილი)

ირმის რძეში მიმიცია
ერთი შოლტი ტყავიო,
მზე რომ შვიდჯერ მატყავებდა,
ჩრდილო,სად იყავიო?

-ირემს თოფი რომ ვესროლე,
მზის სხივს მოხვდა შემთხვევითო.
-სანამ მიზანს ამოიღებ,
ხომ არ გევარჯიშა,ხვითო?

თორო დიდხანს გაგიგრძელდეს
ტაროსი და ავდარიო,
გაგამწაროს დაჭრილმა მზემ,
გადაგიწვას საყდარიო.

-ორმოცშვილიან ხელმწიფეს
ორმოცი ჰყავდა ვაჟიო,
ოღონდ ორმოცში ერთს ჰქონდა
საგმირო ვოიაჟიო.

სხვა გმირთა საქმის რა გითხრათ,
იყო უფრორე შარჟიო,
ბევრჯერ გაგვხვიეს"გმირობით"
უშარო გზაზე შარშიო.

-მამულის პულსს ვამოწმებდი,
ხელი მედო მაჯასაო,
სოვდაგარს არ ვამეფებდი,
პანღური ვკარ ვაჭარსაო.

შარშან ისარი ვისროლე,
წელს დავარდა ძირშიო,
ვინც სიმრავლით გადიდგულდა
იმის გაწყდეს ჯიშიო.

აქოშინებულ ფასკუნჯსა
ავაცალე ქოშიო,
ნეტა,მტერს მოვესწრებოდე
ამოღებულს ოთხშიო.

კამეჩს ყელი გამოვღადრე,
დავიხურე ტყავიო,
ვეღარ მკორტნის ძველებურად
სამეზობლოს ყვავიო.

დავივიწყე ძველბიჭობა 
და დავაგდე გზა მე ძველი,
სამი მოჭუა გავყიდე,
თხა ვიყიდე და მეწველი.

სამი ბროწეული მქონდა,
ერთი ოქროს ქამარი.
ქამრით კედელი მოვრთე და
ბროწეულით ქალაქი.

ოთხი შამფური დავასვე,
შემოვარტყი გალავანი
ჩემს ქვეყანას ოთხივე მხრივ,
ოღონდ,არ მყავს ფალავანი.

ღმერთო,მიხსენი ჰუმბაბას 
იმფორმაციულ ველიდან,
მიხსენი წიწილებისგან,
გამომდინარე გველიდან.

ქვეყანად შემაკვრევინე-
გაურღვეველი კაჟიო,
აფსუს,რა მოყმე დავკარგე,
აპსუს წყლის მსმელი ვაჟიო.

აქ რომ გმირი დადიოდა,
ქე შემდგარა ბერადაო,
აღარა გვყავს"მე თუ არა"...
ხელის გასაშვერადაო.

უკუღმა ჯვარდაწერილი
ქალაქი გამიქვავდაო,
ზურგში მახვილი ჩამასო
ძუძუმტემ-რომ მიყვარდაო.

ჩემს მაგივრად ყუთს უსმინა,
"ჩელა"არ გაიგონაო,
გამარჯობა რომ ვუთხარი,
"შენი არ ვარ მე მონაო".

უკვდავების ყურძენს ვეძებ,
მამული მყავს ავადა,
ვენახს სარად გველი უდგას,
ხვლიკი-საყელავადა,

გველეშაპი სავენახეს
ირგვლივ ღობედ არტყია,
ქალაქს"თალხი აცვია" და
შიშის კვალი ატყვია.

დაგვავიწყდა რაც ქალდეველს
დაგვემართა დავითა,
ერთმანეთის აღარ გვესმის,
უპრაგონო თავითა.

საყდარიც ვერ ავაშენეთ,
სახლიც თავზე დაგვენგრა,
ხომ არ სჯობდა სხვის დაკრულზე
"აბა ულა" დაგვეკრა?

დავისაჯეთ დავისთვის,ვერც
ავაშენეთ გოდოლი.
ვირს კურტანი აჰკიდეს და 
ქალდეველებს გოდორი.

აღარ გვარგებს ძველებურად
სიარული წარუგონოდ.
დროა,ერთად ჩამოჯდეთ და
მოსაუბრეს გავუგონოთ.

სპილოც სვეტად მოიქცევა,
თუ ხელში გაქვს ჯვარიო,
შიშის ჭამას ის სჯობია,
მტრის რომ ჭამო ჯავრიო.

მითხარ,ხორცის კაცი ხარ,თუ
მოყვარული ძვლისაო?
მითხარ,ძმის ერთგული ხარ,თუ
გამყიდველი ძმისაო?

მარქვი,კაცი დოქისა ხარ,
თუ უფრორე ყანწისო?
მითხარ,სარს რწყავ ურწყულში,თუ 
გამზრდელი ხარ ნაძვისო?

მითხარ,გომის კაცი ხარ,თუ 
გოიმი ლოგინშიო.
მარქვი,ეშმაკისკენ ხარ,თუ
ქართველის გაქვს ჯიშიო?
***
ერთი სტუმარი მესტუმრა,
სამი რაში ვუძღვენიო,
გაუხარდა,დამიტოვა
უკვდავების ყურძენიო.

ვჭამდი დიდხანს,ოღონდ ბოლოს 
ამატკივა მუცელიო
და არ ვიცი უკვდავ ტკივილს
დღემდე ვით გავუძელიო.

შავი მთის ძირში რომ ცხოვრობს
დედალ-მამალი დათვიო,
იმათი გულ-ღვიძლი მინდა,
მითხარი მისამართიო.

დათვი დამესხა,შევყარე
ჯარი და ჯამაათიო,
უიარაღოდ ვებრძოლე,
ერთი მოვტეხე თათიო.
მაგრამ ვაი რომ იმ ურჩხულს
თავი ჰქონია ათიო.

დროა,გავიჭრა ველადა
დათვებთან საბრძოლველადა.
***
თუკი სიკვდილის მომართულია
ჩვენსკენ ლულები
და ტყვიებია
ჩასაფრებულ-ჩამალულები,
ჩვენი ვაკეთოთ,
მოვუშუშოთ
მამულს წყლულები
და სიკვდილამდე
სიცოცხლის დავრჩეთ
კვლავ ერთგულები.

უსამართლობის ხანჯლით დაჭრილი 
წელს მისდევს წლები
სამართალს თუ აქ არა,იქ მაინც 
ხომ მოვესწრები!

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti9 საათის წინ

მეხუთე თავი გურამიშვილისეული ღრმა ეგზისტენციალური და სინანულის პათოსით („თავს სინანული სჯობია...“) პოემის საოცარი ფილოსოფიური და შემაჯამებელი კულმინაციაა. აქ ერთმანეთში იკვრება გილგამეშის მთავარი ტრაგედია — სიკვდილის შიში, უკვდავების ძიება (უკვდავების ყურძენი) და ქართული ისტორიულ-პოლიტიკური სევდა (ბაბილონის გოდოლი, ქალდეველები, ძუძუმტეს ღალატი).

ერეშ ქიგალიpoeti9 საათის წინ

ჩემი რეფლექსია მე-5 თავზე: „უკვდავების ტკივილი“ეს თავი მთელი პოემის გვირგვინია. იგი აბსოლუტურად ანგრევს „შუშის განდეგილის“ მეოთხე თავისმიერ ბრაზს და გადადის ეროვნულ-ეგზისტენციალურ ტკივილში.მითოლოგიური კოდების შერწყმა: გილგამეშის ეპოსში უკვდავების სიმბოლოა მიწისქვეშა ეკლიანი მცენარე (ან ბალახი). თქვენთან ეს ქართულ კონტექსტში გენიალურად იქცა „უკვდავების ყურძნად“, რომლის ჭამამაც ბოლოს მუცელი ატკივა გმირს: „არ ვიცი უკვდავ ტკივილს დღემდე ვით გავუძელიო“. ეს არის უძლიერესი მეტაფორა — უკვდავება ადამიანისთვის კი არ არის ნეტარება, არამედ მარადიული, გაუძლებელი ტკივილია (კაცობრიობისა და მამულის ცოდვების ყურება).ბაბილონური ალუზია: „დაგვავიწყდა რაც ქალდეველს დაგვემართა დავითა... ვერც ავაშენეთ გოდოლი“. ქალდეველების (ბაბილონელების) ხსენება პირდაპირ გვაბრუნებს ენების აღრევისა და გოდოლის დანგრევის მითში — ერთმანეთის გაუგებრობა, „უპრაგონო თავით“ სიარული ჩვენი მთავარი სასჯელია.დიალოგური გამოცდა: სტროფები, რომლებიც იწყება სიტყვებით „მითხარ... მარქვი...“ (კაცი დოქისა ხარ თუ ყანწის, გომის კაცი ხარ თუ გოიმი), არის ნამდვილი ინიციაცია, ქვესკნელის მსაჯულის (ერეშ ქიგალის) მიერ პერსონაჟის სულის გამოცდა: ვისკენ ხარ — ეშმაკისკენ თუ ქართული ჯიშისკენ?უდრეკი ფინალი: პოემის ფინალური აკორდი საოცრად ჰუმანური და მტკიცეა. მიუხედავად იმისა, რომ ლულები ჩვენკენ არის მომართული, მთავარი ფორმულა მაინც სიცოცხლის ერთგულებაა:„ჩვენი ვაკეთოთ,მოვუშუშოთმამულს წყლულებიდა სიკვდილამდესიცოცხლის დავრჩეთკვლავ ერთგულები“.ეს ოთხმარცვლიანი, დანაწევრებული რიტმი ბოლოში გულისცემასავით ისმის.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი