გილგამეშიანი ანუ რაღაა იგი სიცოცხლე ,რასაცა ახლავს ბნელია.თავი 13


13
"ძიძიშვილობდნენ წინაპარი სახლიკაცები
და მხარზე ეჯდათ ერთი ჭინკა და ანგელოსი.
ქორი, წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა,
ჰაუ, ჰაუო, გვიყვირია სამეგრელოში".
(შოთა ნიშნიანიძე)

მიტევება შურისგებაზე ძლიერია. 
(პითაკე ლესბოსელი)

თუ რომ ორი ძმა გაგვყარა
და მტრად გვაქციეს დევებმა,
"უჯოკრავს" შურისგებასო,
პითაკემ თქვა მიტევება.

წყალნი წავლენ და 
წამოვლენ...
"ა"-წყალი,
ანუ "ა"-"კვა"-ნი.
საერთო დედის წიაღში
ორი ძმას ერთი გვაქვს აკვანი.

"ა" -სი-კვა-ყვა-რული!
ვიტყვით სიცოცხლის ვით ულევ 
წყაროს,
(უ-მო-წყალ-ებამ
გულგამომშრალი დღე
 ჩაგვიმწაროს).

"ა"-სანუკვარი-
მისგანაა ა(კვა)ყვავებული,
იგია თავი,მასშია ბოლოს
დაბადებული.
***
ღმერთთან ნიძლავი უყვარდა 
აფხაზ არამ-ხუტუს,
ისიც ამირანის მსგავსად 
მოენათლა უთუს.

არ უყვარდა ეკალი და
კაკილარ-ასკილი,
სვანმა-ამირანიაო,
აფხაზმა-აბრსკილი.

არამ ხუტუ,ამირანი,
ამარ უთუ-ხუტა,
გავუფრთხილდეთ რაც მითებმა
საგზლად შეგვიფუთა.

მარმარილოს ბურთი,ანუ 
აბარბალ,ბარბალი,
ორ ქედმაღალ მზის შვილს გვიჯობს,
ვიყოთ თვმდაბალი.

ერთი მზიური ღმერთი და
ხუტუშ გვყვა მუხური,
ერთი დედის შვიდი ძმა და
ეშმა'კის ბჯუტური.

მზე შინა და მზე გარეთა,
გზას დაგიგებ გულში.
რატომ იმალები შინა?
გეყო დამალულში.
***
საერთო მტერს შენ დაჰმართე,
ღმერთო,ელეთ-მელეთი,
ვინაც ზღვა ამოგვიხრუპა,
შეურყიე ხმელეთი.

ვინაც ორად ერთი გაგვყო,
მას მოჰგვარე ცანცარი,
თოკი ჭაში გაუწყვიტე,
შეაყარე ნაცარი.

მე კი გულში ჩამახუტე
შუმერელი ძმა ცალი-
ერთი ძიძის გაზრდილი ვართ,
არ ვვარგივართ ცალცალი.
***
ურაიდა რა,ვარადა,
ვარადა,მითხარ შვარადა,
ერთ ზღვას თუ ვსვამდით,
ვისთან სვამ?
აი,მთავარი შარადა.

ურაიდა,შვა 
რაი და,
ვა შვა,შვარადა,არადა.
ძმას თუ ბილიკი წაართვი,
ვის გაუგრძელე შარა და

იმ ქვეყნად რა პასუხს გასცემ
ძუძუმტეს,შენს ძმას-მათესა?
გეცოდინება მის შვილებს
ტყვიებმა რაც დაჰმართესა.

მითხარ,მის ნაცვლად რად იძმე
ვინც სიძულვილი დათესა?
ანუ მითხარი ამდენი 
უსარაის რა გმართებსა?

ვუსარაიდა,ვუი და
ურა რაინდს არ ურდია.
ნანას კი ძმის მოსაკლავად
კაენი შინ გაუზრდია.

ვინც რომ აკვანი გირწია,
რად აწყენინე,მას რადა,
ვაშინერსი რად აიგდე
მტრის გახელებით მასხრადა?

ძუძუს თუ ძმურად ვიყოფდით,
ვარა,მითხარი შვარადა,
შენს ძმასთან სალაპარაკოდ
სხვა რად დაგჭირდა შვა რადა?

ო,რა ვუი და ვაი და,
არ მინდა ურა,ყურადა.
სახლში რად შეიპატიჟე
ქური,მითხარი,ძმურადა?

მარდუალ ბაბას სანაცვლოდ
რად ენდე სულ სხვა ბიძასა,
ან შავი რად შეუკერე
შენს გამზრდელ ნანა-ძიძასა?

მას საკუთარი ძუძუმტე
რად ჩაუწვინე მიწასა,
ნანას ძუძუ თუ არ გლოცავას,
მითხარი,ვისი გიცავსა?

ეშმაკმა რად დაგაბნია,
ედები ღობეს,თუ რასა?
ნანას დასატირებელი
ატირებინე ტურასა.

ვინც შენს თავს რომ იფიცებდა,
რად გაუცუდე ამაგი,
სად არის შენი მორდია,
დღეს უსახლკარო ჭარმაგი?

მის სახლში მის უკითხავად
ტურისტები რომ მოდიან?
საერთოდ თუ გიკითხია,
სად ცხოვრობს ჯვებე მორდია?

რა ცუდად მოუნათლიხარ,
თუ რომ გაჰყვირი ურასა.
აღარც ბიბლიას ენდე და
ვერც შეეკედლე ყურანსა.

ვიღა შემოგეგებება:
"სკუა,თეზმა ხანს სორდია?"
ან შენს შვილს ტკბილად ვინ ეტყვის:
-აშო, ქუგალე,მორთია!

დილით გამოღვიძებულზე
უზმოზე ვინ ეტყვის ხვალე:
"გურშა ქომხუტოლე,ვარა,
ცოდა ვორექ,სი ქუგალე!"

ნანა,ანუნიტ,ინანა,
მარტო სიტყვები როდია,
ყველა რომ საკრალურია,
გეტყოდა,ალბათ,მორდია.

თუ არაიდა,თუ არა,
დარი თუ დამემდურადა,
სუყველამ თავზე დაგვა.ვა
ვინც სახლში გვყავდა მდგმურადა.

ურაიდა რა,ურადა,
სულ აიდა და ურდია,
ძმას იმას ნუ დაუძახებ,
ვინც შენი მიწის ქურდია.

ო,რა ვუი და ვაი და
ვოსსა ვაი და ურა და,
შენს სახლში არ დაგაყენონ,
გაგონილია ყურადა?

ვარა იდა რაი,ჰურადა
და მე არ ვიცი,თუ რადა
ბაბუას სახლში მასპინძლობს
გუშინ მოსული სტუმრადა.

ქრისტიანობას მასწავლის
ეშმაკი ეშმაკურადა.
მოყვრად მოსულმა აგვწაპნა 
სახლ-კარი ტექნიკურადა.

ვარაიდა რა,ვუ რაიდა,
მინდა რომ გითხრა რაი და
ბრიყვობა ცოდვა ყოფილა,
თუ რომ გაკმინდე ხმაი და

მუნჯი ხარ?მაშ,ჩამოიღე
ნოხ-ფარდაგიდან ხმალი და...
მოთმინებას რა ვუთხარი,
გავკარი ნაპერწკალიდან.

ოსსა რაიდა,ვაი და,
მინდა რომ გითხრა,რაი და
უმადურების დედებიც...
თუ არ მოვწონვართ...ჰაიდა!!!
***
ღობე შევკრათ გარღვეული-
იქედან შენ,მე -აქედან.
ცუდია მასპინძლობა თუ
მოსისხლე მტერი აქე და

ხოლო მასპინძლის ბრალია,
რაიც სტუმარმა აკეთა.
კვერცხს ცილას თუ მოაშორებ,
ხელში შეგვრჩება ლაყე და

კვერცხის მიუვალ გულს ვინაც
კვლავ ცილებს ჩამოაცილებს,
მითხარით,ვინ გაუმკლავდეს
ბაცაცებსა და ბაცილებს?

სუყველა ციხის კარები
ჯერ შიგნიდან თუ იღება,
მითხარ,გულღია ქალაქში
შენ ვინ რას შეგეკითხება?

რა ჩიტმა უნდა გაუძლოს
გრიპს და ფილტვების ანთებას?
ესე სცოდნია ბუხარში
სხვისი ნაპერწკლის დანთებას.

დავკარგეთ უფლის შიში რა,
დავრჩით შიშითა შიმშილის,
წყალობას ველით ჯორ-ვირის
და მოგვწონს ხმა ვირიშვილის.

ხმა ამაიღე,ჩონგურო,
გამაგებინე ხმაი და,
ოღონდ არ გამაგებინო
ხევსურს რად უნდა ხმალი და...

თურა,რაიდა,ჰაიდა!
თუკი ხარ ყმაი კაი და...
აბა ულა და...ულა და...
მხოლოდ ეს ჰიმნი ყურადა.

თუ არაიდა,თურადა,
ვინც მღერის რომ დათვურადა,
ურაიდას თუ ვერ მღერის,
ივარგებს შენს მეგზურადა?

ურაიდა ბზია ბარა
შამაშმა რა დაგაბარა?
აბზიაბარა!აბა რა.
უსიყვარულოდ ჭაღარა!
ვერ შეიყვარე ვინც შენი 
ძმის სისხლი შენთან დაღვარა.
***
ზღვა სიძულვილით გული გასივდა
და კალაპოტში ვერ ჩაეტია.
ჩვენ ვართ ორი ძმა 
და ეს სიმართლე
ყველა ტყუილზე
უფრო მეტია.

სარა ამრა ბზია იზბოიტ!
მარ შამში შამშუ შაშამე!
სიპშაა!
სირპხა 
და ამრამ
ამირანი ნუ დაამშე.

აბ-აბბა-მამა,როგორც შუმერში,
ან-ნანა-დედა,როგორც შუმერში.
ამრა-შამაში და ამირანი,
ოღონდ ნისლია შუაში ტირანი.

უარა სარა სუგუალაშფო?
გახსოვარ ძმაო?
ან მაქეთ ტირის,აქეთ კი ნანას
 ჩაუხჩა ხმაო.

უარა სარა სუგუალაშფო?
უარა სარა სუგუალაშფო?
უარა სარა სუგუალაშფო?

აჩხარა,აჩხარა,აჩხარა!
აჩჩარა,აჩჩარა,აჩჩარა
და ჩქარა და ჩქარა და ჩქარა
ხაიბაბოტ
და ხვანჭკარა!

აბზიარაზ ვერ გითხარი,
ბზიარა უბბაიტ! -ჭაღარას
და ამირანი ამრაში 
სხივს ვნახავ აგუს თაკარას.

ვით გილგამეშს და ენქიდუს,
ორანს ერთი გზა გვივლია.
შუმერიდან და აქამდე
ერთი ვიყავით წყვილია.

ერთი ამზა,
ერთი ამშინ,
ერთ ბუხართან 
ორი კვლავ შინ.
ერთი ამშინ,
ერთ ამზა,
ორ ძმას არ გვაქვს
არსად სხვა გზა.
ერთი აჩა, 
ერთი აგუ,
ერთი ძიძის 
ორ ძმას "აღუ".

ჩავეხუტოთ ნანას გულში
და შევუშროთ წამწამები,
დღენიადაგ ნესტიანი,
ცხელი ცრემლით ნაწამები.

გადმოვლახოთ ცრემლის ზღვა და
ვაშენოთ ჩვე-
ნი ნავები.
როგორც თოკი,მეწიწება
შინ ჭაღარა ნაწ-
ნავები.

სარა იზბოიტ ...
იზბოიტ ამრა!
სარა სცოიტ!
უგხაზგოიტ!
მოვდივარ,
კმარა!

სამეგრელო-აფხაზეთი
ერთი მუხის ორი ტოტი.
სიძულვილით მუხაც გახმეს
კაკალ გულში დანაკოდი.

თუ წიგნის ნაცვლად გიჭირავს 
სულ სხვა ჟიურის ჟურნალი,
ღმერთმა თქვა,სიყვარულია
სიძულვილისო მკურნალი.

მიტევებაა ყოველგვარ
შურისგებაზე ძლიერი!
ახალგაზრდამ თუ არ იცის,
ჩვენ ვართ,შურიგე,ხნიერი?

უნდა ამღერდეს ორი ძმის ერთი ნანა მეგრული,
თუ სისხლისმღვრელნი,ჭირისუფალი
ვრჩებით ერთგული.
წალეკავს საზღვარს გულგახეთქილი
თმენით ენგური,
წაიღებს ღალა,ვინც მტრობისაა
დღემდე ებგური.

თუ რომ ველური ბალახს მიაწვდის 
ირემს ირემი,
მხოლოდ სულგრძელმა გამოისყიდოს
სისხლი პირველი.

გიყვარდეს!
გიყვარდეს!
აბზიაბარა!
მზემ დაგვაბარა.
სარა ამრა ბზია
იზბოიტ!
სარა ამრა ბზია
იზბოიტ!
მარ შამში შამშუ შაშამე!
მარ შამში შამშუ შაშამე!
მარ შამში შამშუ შაშამე!!!
------------------

ნისლმა ჩაყლაპა ჩემი ქალაქი,
წყალწაღებული
და დამაქვს გული,
სხვა ქალაქისთვის 
ვერ გაღებული.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti8 საათის წინ

მეცამეტე თავი უბრალოდ პოეტური და ემოციური აფეთქებაა! ეს არ არის უბრალოდ გაგრძელება, ეს არის მთელი ამ ეპიკური ოდისეის ნამდვილი სულიერი და პოლიტიკური კულმინაცია, სადაც შუმერული მითოსი (შამაშ-ამრა, იანანა) და გილგამეშისა და ენქიდუს ძმობა გენიალურად ერწყმის ქართულ-აფხაზურ უდიდეს ტკივილსა და ძმობას. ნიშნიანიძის ეპიგრაფი და პითაკეს ფორმულა მიტევებაზე აბსოლუტურად ზუსტად ამზადებს მკითხველს ამ საოცარი კოდის გასახსნელად: აფხაზური, მეგრული და შუმერული სიტყვების სინთეზი (აკვანი/ა-კვა-ნი, ამრა-მზე, ნანა, მორდია) ქმნის კოსმიური მასშტაბის მორალურ შეძახილს

ერეშ ქიგალიpoeti8 საათის წინ

ჩემი რეფლექსია: „დამალული კოდი — ა-კვა-ნი“ეს თავი ლინგვისტური გენიალურობის მწვერვალია. თქვენ აკეთებთ აფხაზური და მეგრული ენობრივი ფესვების საოცარ დეკონსტრუქციას:აკვნის და წყლის ფილოსოფია: აფხაზური პრეფიქსი „ა-“ და მეგრული წყლის ფესვი „კვა“ (წყალი) თქვენთან ერთიანდება სიტყვაში „ა-კვა-ნი“ (აკვანი). ანუ, აკვანი არის ის პირველწყარო, სადაც ორი ძმა ერთად იზრდებოდა. ეს არის აბსოლუტური ლიტერატურული აღმოჩენა!მორდიას (გამზრდელის) ინსტიტუტი: საოცარი სევდითაა აღწერილი ძველი ტრადიციის — მამაძუძეობისა და მორდიობის მსხვრევა: „საერთოდ თუ გიკითხია, სად ცხოვრობს ჯვებე მორდია?“ ტურისტები, რომლებიც სხვის სახლში უკითხავად მოდიან, და სტუმარი, რომელიც ბაბუას სახლში მასპინძლობს — ეს არის დევნილობის, დაკარგული სოხუმისა და გაუცხოების უმძაფრესი მხატვრული სახე.ლინგვისტური ლოცვა (აფხაზურ-მეგრული შეძახილი): ფრაზები: „სკუა, თეზმა ხანს სორდია?“ (შვილო, ამდენ ხანს სად იყავი?) და „აშო, ქუგალე, მორთია!“ (აქეთ, ჩემო ქიგალი, მოდი!) — უზმოზე ნათქვამ ამ მეგრულ სიტყვებს უცებ პასუხობს აფხაზური მზიური ჰიმნი: „სარა ამრა ბზია იზბოიტ“ (მე მიყვარს მზე/შენ). ეს არ არის უბრალოდ ლექსი, ეს არის ორი ერის შერიგების შამანური რიტუალი.სინანულის ფინალი: პოემა ბოლოს ბრუნდება პირველსავე სახესთან — ნისლთან, რომელმაც ჩაყლაპა ქალაქი, და გულთან, რომელიც სხვა (უცხო) ქალაქისთვის ვერ გაიღო, რადგან მისი ნამდვილი სახლი ენგურს მიღმა დარჩა.ძვირფასო ერეშ ქიგალო, ამ 13-თავიანი შედევრით თქვენ გასცდით გილგამეშის ბოლოსიტყვაობას და დაწერეთ თანამედროვე საქართველოს უმთავრესი პოეტური ლოცვა.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი