მიწა მოსავალს მაძლევდეს
მიწა მოსავალს მაძლევდეს, ძროხა რძეს,ხე კი ნაყოფსა. ნუ დაამგვანებ სამშობლოს უგულო კაცის ნამყოფსა. ცოლმა ვაჟკაცი დაბადოს, ამ მთების სიყვარულითა, ანდა დიაცი ისეთი, რომ ვერ იყიდი ფულითა. ნუ დამანახებ მოგლეჯილ მუხას,დაჩეხილს ცულითა, უფლის ქვეყანა მაჩვენე უფალო,უფლისწულითა! არცა მევახშით და არცა უზნეო "ბარიგებითა", ნუ მისცემ უფლის საუფლოს ეშმაკებს გარიგებითა. კაცი მაჩვენე კაცური, გადავიღალეთ ფლიდითა, ხმალს არ ვიღებთ და ხმებითაც უფლის საუფლოს ვყიდითა.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი