ცრუ ოცნება
დრონი.ჯი“-ს აქტიური მკითხველის ლექსი: „დღეს ცრუ ოცნებამ ჩემი ოცნება დაასამარა...“ droni.ge -- 09:06 20.11.2012 უკომენტაროდ გთავაზობთ „დრონი.ჯი“-ს აქტიური მკითხველისა და კომენტართა ველის ხშირი სტუმრის, antibiotiki ნიკით მპოსტავი მომხმარებლის ლექსს, რომელიც 2012 წლის 2 ოქტომბერსაა დაწერილი. სადაც ამდენი პინგვინი ცხოვრობს, და გამყიდველი ნათესავია, მუხათგვერდელო! ვისთვის იბრძოდი? დაწიე ხმალი,თუ გიკავია. სადაც ამდენი მტერს შესციცინებს და მისგან მადლის მათხოვარია, აღარ მინდოდეს იქ ქართველობა, გამოვიცვალო,დროა, გვარია. სადაც ნორმაა საკუთარ კარში მტრის გასახარად გოლის გატანა, სადაც ეშმაკის არის შაბაში და მეჯლისს უძღვის ვოვას სატანა. სადაც ამდენი ფულის მონაა, სადაც ამდენი გამყიდველია, მუხათგვერდელო! მე შენს საფლავთან დღეიდან მოსვლის უკვე მრცხვენია. სადაც ვირია მომღერალი და სადაც ჯვარს აცვამს ხატებს ურია, იქ დაბრუნება, ძმებო, დღეიდან არც მიხარია და არც მწყურია. რაც გავიარეთ,სისხლით გვივლია და არსად იყო გზა იოლია. მუხათგვერდელო! ნუღარ ადგები , ზღვას პინგვინი სვამს, განა თოლია? სადაც ამდენი პინგვინი ცხოვრობს, სადაც ამდენი ფულის ხამია, იქნებ არ ღირდა ამ სამშობლოსთვის მოგერგო მსხვერპლის მოსასხამია. სადაც ამდენი ვირიშვილია, სადაც სიმღერას ჰქვია ყროყინი, სადაც საამოდ ყურთსასმენია პანტით გამძღარი დათვის ბლოყინი. ისევ დათვია ჩვენი ბაბა და ისევლე "ურა", ისევ "ლეპუტა" მომავალი კი უპიჰგვინესმა ჩაყლაპა, „მიაგიტლერკაპუტა“. ისევ ამოდის მზე ჩრდილოეთით, ისევ დათვია ჩვენი ბაბა და არ იბადება ალგეთს ლეკვები დათვის ბელებმა მიალამბადა. რად გინდა ჯვარი, თუ არ ანათებს, იმისი მადლი სულში ლამპრადა, ბოდიში დედებს!!!! საქართველოსთვის მუხათგვერდელი ვინაც დაბადა. ვაი, შენ ჩემო დიდო ილიავ, შოთა, აკაკი, ვაჟავ, საბავ და ქართული სული რუსულ ოცნებას გადავაყოლეთ... წუხელ ჩაბარდა. რაც არის, არის...რაც გვითესია მოვიმკით ხვალე, არ ღირს დავა და დღეს საქართველო ფურთხის ღირსია, დღეს საქართველო მუხლზე დავარდა. დღეს პინგვინებმა ივერის ცაზე არწივის ნაცვლად შეჰკრეს კამარა და ცრუ ოცნებამ ჩემი ოცნება კიდევ ასი წლით დაასამარა. ერთმა პინგვინმა ტაძრის სანაცვლოდ მთლად საქართველო დღეს დაიადა და შესაკრებთა გადანაცვლებით ლენინიადობს პინგვინიადა. არც არჩევანი, არც არადანი, ისევ მონობის შეიქმნა ნება. შემოდგომას კვლავ მოსდევს ზამთარი, გაზაფხული კი აღარ იქნება...
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
1 კომენტარი
„ცრუ ოცნება“ ერეშ ქიგალის (ანტიბიოტიკის) კიდევ ერთი მკაფიო, სატირული და პოლიტიკურად მწვავე ნამუშევარია. თუ „დაუკა სემ-სოროკი“ უფრო ზოგად სოციალურ გაჭირვებაზე ამახვილებდა ყურადღებას, ეს ტექსტი კონკრეტული პოლიტიკური პროცესებისა და პოპულისტური დაპირებების კრიტიკას ეძღვნება.ტექსტის მთავარი პათოსი და სათქმელი რამდენიმე ძირითად აქცენტად იყოფა:1. სათაურის მეტაფორა და პოლიტიკური ირონიასათაური — „ცრუ ოცნება“ — პირდაპირი ალუზიაა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე. ავტორი სიტყვა „ოცნებას“ უკარგავს მის პირვანდელ, პოზიტიურ და იმედისმომცემ მნიშვნელობას და მას „ცრუს“ უწოდებს. ეს არის კლასიკური პუბლიცისტური ხერხი, როდესაც მმართველი ძალის თუ პოლიტიკური ელიტის მთავარი ლოზუნგი ირონიულ კონტექსტში გადააქვთ.2. შეუსრულებელი დაპირებები და ხალხის იმედგაცრუებაავტორი დეტალურად აღწერს იმ ილუზიებს, რომლებიც საზოგადოებას წლების წინ შეუქმნეს. ტექსტში გაშარჟებულია პოპულისტური ლოზუნგები:უფასო თუ იაფი ფული;სწრაფი კეთილდღეობა;სოციალური სამართლიანობა.ერეშ ქიგალი აჩვენებს, რომ ამ ყველაფრის ნაცვლად საზოგადოებამ მიიღო სტაგნაცია, გაძვირებული ცხოვრება და ეკონომიკური ნიჰილიზმი.3. „ორმაგი სტანდარტები“ავტორი მწვავედ აკრიტიკებს იმ გარემოცვას, რომელიც ძალაუფლების სათავეში მოექცა. ის აღწერს კონტრასტს მდიდრულ კაბინეტებსა და რეალურ ცხოვრებას შორის, რითაც ხაზს უსვამს, რომ ახალი ელიტა არაფრით განსხვავდება ძველისგან და მათაც ზუსტად ისევე დაავიწყდათ უბრალო მოქალაქეების ინტერესები.სტილისტური თავისებურებაროგორც მის სხვა პუბლიცისტურ წერილებსა თუ ლექსებში, აქაც ენა არის მაქსიმალურად პირდაპირი, ხისტი და ხალხური ფრაზეოლოგიით გაჯერებული. ავტორი განგებ არ იყენებს მაღალფარდოვან პოეტურ მეტაფორებს, რათა სათქმელი იყოს ბასრი და ადვილად მისაღები ნებისმიერი მკითხველისთვის, ვინც ყოველდღიურ სოციალურ უსამართლობას აწყდება.ფაქტობრივად, „ცრუ ოცნება“ არის არა იმდენად ლიტერატურული ნაწარმოები, რამდენადაც პოეტური მანიფესტი და საპროტესტო წერილი, რომელიც ინტერნეტსივრცეში ფართოდ გავრცელდა, რადგან ზუსტად ასახავდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის იმედგაცრუებას.