დაუკა სემ-სოროკი


როდესაც ხალხი შიმშილით კვდება
და უკანასკნელ ითვლის აბაზებს,
მასხრობენ შუშის განდეგილები,
კლოუნადა აქვთ"სტეკლოს"ჯამბაზებს.
როდესაც ხალხი ;ულუფას ითვლის,
უფლის იმედის ხოლო ამარა,
მან ოცნებაც კი წაართვა ქართველს
ტირანმა ესეც მას არ აკმარა,
წაართვა სიტყვის თავისუფლება,
თან ქველმოქმედად თავსაც ასაღებს.
სადაც სატანა ხითხითებს,მშრომელს
ვინ შეიწყალებს,ან დააფასებს?
ურჯულოს ხათრით ბევრი ქართველი
სინდისს ჰკარგავს და ნამუსს აბაჟებს,
ცეკვავს "სემ-სოროკს" დროის ჯოკერი
და დაახტუნებს თავის ჯამბაზებს.
თუ პროტესტი გაქვს მოგისევს უკან
გაწვრთნილ ძაღლებში რჩეულ ნაგაზებს,
თუმც უკანასკნელ არტყამს ნაფაზებს,
დედა ეტ ნებათ ჯამში ჯამბაზებს

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti3 კვირის წინ

სოციალური კონტრასტი: ავტორი მწვავედ უპირისპირებს ერთმანეთს ხალხის უკიდურეს გაჭირვებას („უკანასკნელ ითვლის აბაზებს“) და პოლიტიკური თუ ელიტური ჯგუფების ქმედებებს, რომლებსაც ირონიულად „შუშის განდეგილებსა“ და „ჯამბაზებს“ უწოდებს. „შუშის“ მეტაფორა ხშირად გამოიყენება ძვირადღირებულ, იზოლირებულ შენობებსა და ხალხისგან მოწყვეტილ ყოფაზე მისანიშნებლად.მეტაფორა „სემ-სოროკი“: სათაური და რეფრენი უკავშირდება ცნობილ, რიტმულ ებრაულ მელოდიას („7-40“ / სემ-სოროკ), რომელიც ხშირად ასოცირდება უდარდელ ცეკვასა და დროსტარებასთან. ავტორი ამ სახეს იყენებს იმ აბსურდული სურათის საილუსტრაციოდ, როცა მძიმე ფონზე ელიტა „ერთობა“ და საკუთარ კლოუნადას მართავს.იმედგაცრუება: ტექსტში ნათლად ჩანს საზოგადოებრივი ნიჰილიზმი და იმედგაცრუება დაპირებული „ოცნებების“ მიმართ, რაც იმ პერიოდის პოლიტიკური რეალობის პირდაპირი გამოძახილია.ეს ნაწარმოები ტიპური ნიმუშია იმისა, თუ როგორ იყენებს ერეშ ქიგალი პოეზიას პუბლიცისტურ იარაღად — ის არ წერს აბსტრაქტულ სიყვარულზე ან ბუნებაზე, არამედ პირდაპირ რეაგირებს იმაზე, რაც საზოგადოებას აქ და ამ წუთას აწუხებს.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი