ნუ ჰკლავთ ერთმანეთს


ნუ ჰკლავთ ერთმანეთს, ბიჭებო,
როდესაც ასე ცოტა ვართ.
დაუბადებელ შვილებთან
ცოდვილები და ცოდვა ვართ.

ნუ ჰკლავთ ერთმანეთს, ბიჭებო,
ისევ ვლუღლუღებ ამ დილით.
ვერც სიტყვა ვერ შეგაშველეთ,
ვერც გაგაშველეთ მანდილით.

ერთმანეთს ნუ ჰკლავთ, ბიჭებო,
ერთ ბეწო საქართველოში!
სიძულვილს აფრქვევთ, სიყვარულს —რატომღაც სადღეგრძელოში.

გადაგვიარენ, შეგვჭამენ
სხვათა ჯიში და ტომები.
თუკი სიმრავლით დაგვჯაბნეს,
არც დასჭირდებათ ომები.

ნუ ჰკლავთ ერთმანეთს,ბიჭებო,
როდესაც ასე ცოტა ვართ.
დაუბადებელ შვილებთან
ყველა ქართველი ცოდვა ვართ.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti3 კვირის წინ

ნაწარმოების ძირითადი აქცენტები და ანალიზი:მცირერიცხოვნობისა და გადაშენების შიში:ლექსის საკვანძო ფრაზა — „ნუ ჰკლავთ ერთმანეთს, ბიჭებო, როდესაც ასე ცოტა ვართ“ — პირდაპირ ეხება ქართულ მარადიულ ტკივილს, მცირერიცხოვან ერს, რომელიც შიდა დაპირისპირებებისა და დაუსრულებელი კონფლიქტების გამო სისხლისგან იცლება. ავტორი ომსა თუ შიდა დაქსაქსულობას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს.მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობა:სტრიქონი „დაუბადებელ შვილებთან ცოდვილები და ცოდვა ვართ“ მიანიშნებს იმაზე, რომ დღევანდელი შეცდომებითა და ერთმანეთის განადგურებით ჩვენს მომავალს ვასამარებთ. ავტორი ხაზს უსვამს მორალურ პასუხისმგებლობას იმათ წინაშე, ვინც ჯერ კიდევ არ დაბადებულა, მაგრამ ჩვენი დანაშაულების მემკვიდრეობა უნდა იტვირთოს.უძლურების განცდა და ლუღლუღის მეტაფორა:„ისევ ვლუღლუღებ ამ დილით“ — ეს არის შემოქმედის ერთგვარი სასოწარკვეთა, როდესაც ხედავს, რომ მისი ხმა, საღი აზრი და მუდარა შეიძლება ქარად იქცეს და საზოგადოებამ ვერ გაიგონოს. „ლუღლუღი“ აქ გამოხატავს არა გაურკვევლობას, არამედ იმ უძლურების განცდას, რომელსაც ადამიანი განიცდის ძალადობისა და გაუგონრობის გარემოში.ეს ტექსტი არის ერეშ ქიგალის არა საპროტესტო მანიფესტი (როგორც წინა პოლიტიკური ლექსები), არამედ გულწრფელი მუდარა და შინაგანი ძახილი მშვიდობისკენ, რომელიც სოციალური თუ პოლიტიკური დაპირისპირებების მიღმა ადამიანური სიცოცხლის უზენაეს ფასეულობას ეხება.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი