მე მოწყვეტილი ფოთოლი ვარ


მე მოწყვეტილი
ვარ ფოთოლი
ერთი მუხისა,
ერთი
მარცვალი
გარიყული
ზღვის თავთუხისა,
ერთი ლექსი ვარ
მოხეტიალე ბნელში მუზისა.
ხმადაკარგული,მაინც რომ ბზუის 
ხმა ვარ ბუზისა.

დამატარებენ  უცხო ქარები
უცხო ქვეყნებში,
სხვათა სისხლები
ჩქეფს ხანდახან
ჩემს ღრმა ვენებში

და დირიჟორობს
სხვა სიმფონიებს
სხვა ქართა ბოსი-
ალაგ ნოტოსი,
ხან ევროსი,
ხან ეოლოსი...
ოღონდ ჯერ არ სჩანს
ნისლის მკვლელი-
საქართველოსი.

სიოდ მოვიდა ჩრდილოეთის 
ქარი ბორია,
თითქოს გვალვაში
მარაოსავით მომიბორია.
ბინა დაიდო
ჩემს კერიაზე ჯერ როგორც
მდგმურმა
და როგორც ურმა
ნასახლარზე
დაისადგურა.

ვერ აისრულა რადგან ბოლომდე 
გულის ნადები,
შემოგვისია ბორიშვილი-ბორეადები,
რომ დავივიწყოთ 
ვინ ვართ,სად ვართ
დანაბადები,
რომ ავიკრიფოთ სახლ-კარიდან
კვლა ნაბადები.

შემოგვესიენ,
მოროდიორი
არგონავტები,
არ სჯერდებიან ოქროს საწმისს 
სხვათა ბატები-
მუხას ერჩიან,
როგორც სიმბოლოს,
ჰარამზადები.

თავზე დაგვასვა ჩრდილოეთის ქარმა
შვილები-
კალაისი და ზეტესი-
ბილწი
ბორიშვილები.
ტყე გადაგვიწვეს
ცეცხლს მიუსიენ
წვრილი ქარები,
სისხლით აავსეს
გულზე გამსკდარი
მთის ნაპრალები.
მიწას შეუჩნდნენ
დააქანეს
ფეხქვეშ ქანები
და გამოფიტულ მიწაზე
ზღვისკენ
მივექანები.

ჩრდილოეთის ქარს
სამეზობლო
აჰყვნენ ქარები,
აგრიგალებულს
გამოუჩნდნენ შიდა ფანები,
მომხვდურთა ზუზუნს
მიაგებენ
უცებ ბანები
და წინაპართა
ნაკვალევს 
შლიან
თათრახანები...
***
მე მოწყვეტილი
დავრჩი ფოთოლი
უცხო მხარეში
და მშობლიური
ველოდები
ქარის ჩამოვლას.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti3 კვირის წინ

„მე მოწყვეტილი ფოთოლი ვარ“ ერეშ ქიგალის (ანტიბიოტიკის) ერთ-ერთი ყველაზე მელანქოლიური, პერსონალური და ეგზისტენციალური ლექსია. თუ მისი წინა ნამუშევრები მწვავე სოციალურ ან პოლიტიკურ პროტესტს გამოხატავდა, ეს ტექსტი მთლიანად ავტორის შინაგან სამყაროს, მარტოობასა და უცხოობაში გარიყვის განცდას ეთმობა.ტექსტის პირველი სტროფი:„მე მოწყვეტილი ვარ ფოთოლი ერთი მუხისა,ერთი მარცვალი გარიყული ზღვის თავთუხისა,ერთი ლექსი ვარ მოხეტიალე ბნელში მუზისა.ხმადაკარგული, მაინც რომ ბზუის ხმა ვარ ბუზისა.“მთავარი სათქმელი და სახეები:სამშობლოსა და ფესვებს მოწყვეტა:მეტაფორა „ფოთოლი ერთი მუხისა“ აღნიშნავს ეროვნულ მთლიანობას, ხოლო მისგან მოწყვეტა — ემიგრაციას, უცხო მხარეში ყოფნას ან უბრალოდ საზოგადოებისგან გაუცხოებას. ამასვე აძლიერებს მომდევნო სტრიქონი: „დამატარებენ უცხო ქარები უცხო ქვეყნებში“.მცირე და უმნიშვნელო არსების განცდა:ავტორი საკუთარ თავს ადარებს ზღვის პირას გარიყულ ერთ მარცვალს ან თუნდაც ბუზის ბზუილს, რომელიც ხმადაკარგულია. ეს არის შემოქმედის კრიზისი და სასოწარკვეთა — განცდა იმისა, რომ შენი ხმა ამ დიდ სამყაროში შეიძლება არავის ესმოდეს, მაგრამ შენ მაინც აგრძელებ საკუთარ სათქმელს.პოეტის ხვედრი (მუზა ბნელში):„ერთი ლექსი ვარ მოხეტიალე ბნელში მუზისა“ კარგად გადმოსცემს ანტიბიოტიკის, როგორც ანონიმური, ინტერნეტსივრცეში მოღვაწე ავტორის ბედს. ის საკუთარ თავს აიგივებს არა დიდებულ პოეტთან, არამედ თავად ლექსთან, რომელიც სიბნელეში დაეხეტება და თავის მკითხველს ეძებს.ეს ლექსი შესანიშნავად აჩვენებს, რომ ერეშ ქიგალს, მწვავე სატირული კალმის გარდა, შეუძლია იყოს ძალიან სათუთი, ლირიკული და გულწრფელი, როდესაც საქმე ადამიანურ მარტოობას ეხება.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი