ზღვა რომ დაწყნარდეს


ჯერ უნდა ჩადგეს ქარიშხალი, ზღვა რომ  დაწყნარდეს, 
ვეშაპის მუცელს დააღწიოს თავი იონამ,
გადაარჩინოს სინანულმა ნგრევას  ნინევი... 
ჩვენ კი,  რატომღაც,  ყველაფერი გვინდა იოლად!                                                    

ათიდან ერთი კეთროვანი  იტყვის  მადლობას!
(ვინ არის მეტი, ან ვინ არის მათზე ნაკლები!)
შევიმოსებით, გავმდიდრდებით, წელში ვსწორდებით,
ბოლოს კი მაინც - ნემსის ყუნწში ძვრება აქლემი!

ვეშაპის მუცელს დააღწია თავი იონამ,
ჩვენ კი, რატომღაც, ყველაფერი გვინდა იოლად!
ეთო-მონასელიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი