არყოფნიდან მყოფობამდე
მაინც როგორი იყო სამყარო - უხილავი და უფსკრულზე ბნელი! როცა დღე იყო, თან იყო ღამე და ჯერ არ იყო არსად სარკმელი! როგორ დაიწყო ჩვენი სიცოცხლე და არყოფნიდან მყოფობის ერა! როგორ ეწერა ქვებზე მცნებები, როგორი იყო ღმერთის ხელწერა! როგორი იყო ძველი ბრძოლები მზის შეჩერება ისუ ნავესი, იერიქონის კედლების ნგრევა ხმოვანი ბგერა უზენაესის! როგორ შეჩერდა მზე გაბაონში, როგორი იყო მოსეს კარავი, როგორი იყო გზები ჯერ კიდევ ფეხდაუდგმელი, გაუკვალავი! .... აქ მომიყვანა ფიქრის დინებამ, სულს აქვს თავისი კვალიც, ყამირიც... სიარულისას ვიჩენ სიფრთხილეს - ფეხქვეშ არ მომყვეს მინდვრის ყვავილი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი