დამსეტყვა სიტყვამ
დამსეტყვა სიტყვამ და ეზოში ვდგავარ ხესავით, თითქოს, გავხევდი, წვიმა მასხამს ცივი ოფლივით, პირზე შემაშრა ჩემი სიტყვა საგაზაფხულე ძირს დაყრილ კვირტებს სათქმელი აქვთ ნიშანდობლივი... ლექსი დავწერე და, ჩემსავით, ისიც ნასეტყვი, ახალს რას გეტყვით, მოშუშდება ყველა იარა! ლექსებს ჭრილობა დავუფარე ატმის ყვავილით, შემოვახვიე ჩემი ეზოს თეთრი ხვიარა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი