ფილოსოფია


ფიქრის კიდეზე ვზივარ მდუმარედ
და შევექცევი ხმიადს ობიანს...
მე სიტყვის  წყვდიადს ვეჯიბრებოდი
და მჯერა, მაინც ასე ჯობია! 

მე გამოვცურე გულის სიღრმიდან 
არადა მქონდა ცურვის ფობია!
გადარჩენისთვის  ბრძოლის  წესები 
არის ერთგვარი  ფილოსოფია...
ეთო-მონასელიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი