გუდამაყრელი „ცასწავალა“ გოდერძი ჩოხელის ხსოვნას


ერთხელ გავბედე, - კეთილ რეჟისორს
ვთხოვე სიცოცხლე  პატარა ჩიტის!
მას გაეღიმა ჩამქრალი მზერით,
მზერით, რომელიც აღარსად  მიდის!

მოიხსნა მხრიდან მძიმე  ხურჯინი
და ჩემი დარდიც ზემოდან დადო...
არ მეგულება დარდის შენახვა 
საგულდაგულოდ და ასე სანდოდ!

მოლაღურივით  იქვე ავტირდი,
დარდს მივაფარე  ფოთლები სველი...
დაისადგურა იდუმალებამ
და იმ დღის შემდეგ  გაზაფხულს ველი! 

როდესაც მსურდა  მეპოვნა გზები, 
ქარი თვალებში მიწას მაყრიდა!                                        
მახსენდებოდა  ჩემი ოცნება 
და „ცასწავალა“ გუდამაყრიდან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი