ტრამალები


ტრამალები... მელნისფერი ტრამალები
და სოსანთა უცნაური ღელვა, 
გული შენკენ მომიწევდა გამალებით,
მაგრამ სხვასთან მივდიოდი მუდამ! 
ვერ გავბედე, ვერ გითხარი დღემდე, რადგან
არ მენახა ჯერ სოსანთა ღელვა,
დღეს მოვედი ალაყაფის ნაცნობ კართან,
მაგრამ სახლში მასპინძელი არ ჩანს...
ტრამალები... მელნისფერი ტრამალები...
ვიმეორო მინდა, როგორც ლოცვა! 
მგონი, საფლავს მივაგენი თამარ მეფის,
აქ სოსნები ჩურჩულებენ:  სოსლან... 
მე მოვედი, დღეს მოვედი სამზეოში,
დავიბადე ყვავილების თქეშში,
დღემდე ბევრჯერ, ბევრჯერ ვმდგარვარ შენს ეზოში,
მაგრამ თურმე, არასოდეს ვმდგარვარ!
ტრამალები... მელნისფერი ტრამალები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი