Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_btq99k11gvm428hrqhm02587m0, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
განშორების დუელი - ეთერ ზარიძე | პოეზია

განშორების დუელი


შენ განშორების დუელში მიწვევ,
სულ მცირე მიზეზს იხმარებ ფარად. . .
ყურს წაუყრუებ სინდისის ძახილს
და ჩემს დაკარგვას ჩააგდებ არად.

შენ განშორების დუელში მიწვევ
და მეც ვნებდები ბედის განაჩენს,
თუ ვერ გითხარი, რაც გულს ეწადა,
ჩემი ლექსები გეტყვის დანარჩენს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი