ღამის იდუმალებით


ღამის წყვდიადში,ჩუმი
იდუმალებით ჩურჩული,
აივანზე მდგომი, თამბაქოს 
სურნელის შესუნთქვით,
გრილი ჰაერით,თმების 
ნაზი შერხევით,მაისის
გაუთავებელი წვიმებით,
ნაძვის ხეები ღამის ჩრდილში 
მოქცეულნი, ცაში ახედვით,
შავი მარგალიტებად აცმულ
ღრუბელთა ფენა, ციფრულთა 
ათვლით, ღრმად მდინარის
მთვარის ნათება, თითქოსდა
ღრუბელთა კრება, მთვარის 
გვირგვინის სინათლის
მოფენით, საიდუმლოს მალვით
გამოუცნობი სამყაროს ხილვით,
ღრმად მოფენილი ფიქრთა ველი,
იმდენად შიშით, იდუმალებით,
მოცულ ბაას გავს, უცებ 
ნიავი წამოუბერავს და თან
წაიღებს ღამის მონათხრობ ამბავს.


27.05.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი