გაცლილი სული


დაღმართზე ნელი
სვლით, გამწვანებული 
ხეივანთ ხედვით,
მთა მთაზე გადაჭდობილი,
მებრძოლ გმირივით.

მთებში ჩაფლული,
ჩვენ წინაპართა დატოვებულთ,
წამომართული ციხე-გალავნით,
უკვე ნანგრევებად ქცეულ,
მისი განვლილი ცხოვრების 
ამბის მთხრობელად...

თითქოს ჩურჩულით,
ქარის სიოთი გვიამბობს,
მათი ნაიარევ სხეულთა გვემას,
როგორ ისმის მათი,
სისხლის თქრიალი მძიმე მახვილით,
კვნესა-გოდება...
გატეხილი ხმით, ძალა გაცლილი.

მთებზე გადაფრენილი,
არწივის ზვიად თვალთა ბრიალით,
გაშლილი ფრთებით გადაფარებით,
მის შვილთა,
დაცვით გადალეული...

ნელი ნაბიჯით,
სულით -ხორცამდე,
ყოვლის შეგრძნებით,
დიდი თავისხრით მათი 
მძიმე კვნესის შესისხორცებით...

რაოდენ მძიმე ყოფილა,
მათი განვლილი ცხოვრების 
მძიმე წუთები, მტერთა ბრძოლით 
გამოცლილი წუთისოფლის 
სულის წართმევა...

15.10.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი