სიცოცხლის ქცევა ნაკადად
ისე გაივლის ცხოვრების მწირი წუთების მძიმე-რთული სვლა,ვით გაცვეთილი ძველი ტყავის ქალამნის ძირის შეხედვა, როგორც პატარა აფრიალებული ჩიტის ბუმბული... გუშინ ღამ მთვარის ნათელი სხივის ციალით, ახალგაზრდა გოგო-ბიჭის მოვლენილ ლამაზ პირშოთი გახარებულნი-აციმციმებულნი, გულის სიღრმეში ნათებით. ციცქნა ფაფუკი-ფუმფულა, თითების სახეზე ნაზი ცეცებით, ანგელოზისა ნათელ ღიმილით, ვარსკვლავთა ცვენით დამტკბარნი. შვილთა მოვლენით, ბედნიერებით აღვსილნი, ცხოვრების სწრაფი დინებით, ნაკადულივით ჩხრიალი. დროის სარტყელის მჭიდროდ სვლით, ცვალებადობით, შევერცხლილ-შეთეთრებული, ჩუმი შემოპარებით ჭაღარა, ხელ-ფეხის მძიმე გადადგმით, ჯოხზე დაყრდნობით კანკალით, უკან მოხედვით განცდილი. გაილია და თან გაცვდა, ვით ცულით თიბვით თივისა, გრძელ-მოკლე გზის დასასრული ამოყვანილი კალთითა. ის ციცქნა ფაფუკი-ფუმფულა თითები, უკვე ძლიერი ვაჟკაცის დიდ თით-ხელით გამოთხოვებით, დედის თვალზე ცრემლის წმენდითა მარგალიტებად ქცეულ ნაკადად. აღარაფერი აღარ ყოფილა, ამა ქვეყნისა ჟამთა სვლა, ისე გაიქცა,ისე დამთავრდა, ვით ჩიტის ფრთების ფრთხიალი, ცაში აფრენილ ღრუბლებთან ნაზი-ჰაეროვანი ნავარდი. ე/ჯ 18.10.26
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი