ფიქრთა ზღვათა ღელვა


ზღვის პირას მჯდომი 
ფიქრით გართული,
ცაში თეთრი ფრთიანი
ანგელოზთა სახის მხედვარი,
მათთან ჩუმი-ნაზი, 
საუბრით-ჩურჩულით.

ზღვის ტალღების ფერება,
მოლივლივე ლურჯი ზღვის
შეზავებული ფერით,
ლურჯი ცით,მზის სხივთა 
გამონათებით-გამოდარებით.

სამყარო ფიქრად მოსულ-ქცეული,
ცაში აწვდილი ხელებით,
მზის სხივებისა ხელის ცეცებით,
ფერკმთალ სახის ნელი მილევა.

ზღვასთან ამოწეულ ქვათა
გროვა, კლდოვან მასად ქცეული,
მასზედ წამომართული,
გრძელი-ლამაზი კოშკურა 
ფარაღანდებით,მისი სიძველით
გახუნებული, ამაყად მდგომი
მრავალ საუკუნეთა...
ისტორიების მნახველ-დამწერი.

მზის ნელი ჩასვლით ქცევითა,
სადღაც ზღვის ქვევით ამოუცნობად,
ფიქრების თან ჩაყოლებით,
ზღვა გადაქცეული ქაფებად,
მჭიდროდ შეკრული ღელვადა,
წვეთების სწრაფი-უცაბედ შემოშხეპება,
უეცარ შეკრთომით-გამოფხიზლება.

ზღვა გადატვირთული გემებად,
სინათლის მკვეთრი ნათებით,
ნაპირი ქვიშით სავსეა,
უამრავ ფერად კენჭებით,
ზღვის ტალღის მძლავრი 
თანა მოტანით...

ტალღების დიდი-მაღალი ნაკადით,
კლდის ძირას ამოხეთქებით,
ისევ უკანა ბრუნდება,
როგორც ფიქრების შემოხიზნება,
თან გაყოლილი ზღვის ღელვას,
მიიკარგება ვით შემოსული
ზღვათა, ღელვა-დინება მღელვარი.

ე/ჯ.

7.10.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი