გასვლა ამასა სოფლისა


რა საჭიროა სასახლეთა აგება,
დიდი-მაღალი სახლთა შენება,
აგარაკების მოწყობა-მოპირკეთება,
გამოპრანჭული ოქრო-ვერცხლით
მაღლივ ყურება.

რა საჭიროა აიფონების,
ანდროიდების,პლანშეტების
უამრავი ყიდვა-შეძენა,
მათი შეხედვით გადათიშულნი,
ერთმანეთთან შეხვედრის გადავიწყებით.

რა საჭიროა ამ რაოდენობით 
ტანთ-ჩაცმულობა,კოსტუმების,
პერანგების,ფეხსაცმელების,
სხვადასხვა ბრედით თავდავიწყება,
კარადების ამოვსება-ამოპირთავება.
სხვისი დანახვით გულ-კმაყოფილება,
ამპარტავნობა...

რა საჭიროა ამოდენა
მარკის მანქანების სრიალი-თრიალი,
მათი შესყიდვა,ფულის ფრიალი
და ფუფუნების მტვერში ტრიალი.

ყოველივე ამას სჭირდება,
დღე-ღამის სწორება,დიდი შრომა და ჯაფა,
ოფლის ღვრა,ჯამრთელობის 
დასნეულებამდე მისვლა-შეწირვა.

ამ ყველაფრის შემდეგ,
ჩვენი მოვლენისთვის-გაჩენისთვის
ამა ქვეყნისა,ჩვენი ცხოვრების
უტიფრად დგომით-მხედავარი.


ღმერთი ჯვარს ვაცვით...
ცოდვა-მადლის განუკითხავად,
მისი სისხლით ვიბანთ,
მისსა ხორცსსა ვგლეჯთ,
უკან არ ხედვით....
ცხოველის სახით, ეშმაკად ქცეულთ.

ჩვენ უფლის კურთხევით მოსულთ,
ბოძებული გვაქვს ამა ცხოვრების,
მცირე სულისა სიღრმით დინება,
სიცოცხლის მწირი ხილვითა,
თვალთა ნათელი ფერითა.

ეს ყველაფერი ამა სოფლისა,
ამაოება არის! ამა ქვეყნისა!
უფალს მივენდოთ!
მისი სულისა წმინდა ხედვებით.

უფალი ჩვენში სახლობს,
ჩვენ აზრთა-გონებაში ჩაბუდებული,
ჩვენს გულებში ფეთქავს -ფრიალებს,
ჩვენს ირგვლივ განუყოფელად.
სულის მღიმარი, სითბოს მფრქვეველი.

საკმევლისა ღრმა სურნელებით,
შესუნთქვით, შეგრძნებით 
მის ნაზი-ნატიფი სულის 
მიღებით.

ვთესოთ პურისა მარცვალი,
მოვიმკათ მისი სიკეთე -მადლი,
ვაშენოთ მცირე სახლები,
რომ შევძლოთ თანაცხოვრება,
ჩავიცვათ თეთრი სელის ხალათ-პერანგი.

ერთმანეთისა აღარ შეგვშურდეთ,
დავდგეთ გვერდით-მხარდამხარ,
დავდგეთ ანთებულ სანთლებით,
ნათელი გზის ანთებით.

სანამ მოგვცემს უფალი სული წმინდა,
სიცოცხლის გრძელების ჟამსა,
წამების,წუთების, თვეების,წლეების,
მრავალსა და მრავალჟამიერსადა.

აღარ გინდოდეთ ამა სამყაროს
ქება-დიდება,სახელი-დიდგვაროვანი,
ვეცადოთ იმა ქვეყნისა სახელსა,
გული-სულისა წადილთ მოხვეჭას.


გავალთ ამასა სოფლისა,
თეთრი პერანგის ამარა,
ნათელი სხივის ნათებით,
მომავლის სინათლის მკვეთრი
ნათებით ,მარადისობის მნახველი.

ე/ჯ.

22.10.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი