შემოდგომის პეიზაჟები


შემოდგომის ყვითელი-ალისფერი 
ფოთლების სიმრავლე,გადაფარებიათ 
დედამიწის ლამაზ ადგილებს,
ვით ბამბის თხელი საფარი,
მოხატულ-გაფერადებული
უამრავი ფერთა სიმრავლით.

მზის სხივები თითქოსდა 
მოდებია ნაზი ალერსით,
ვით ობობის ქსელი დილის
ნამით დაცვარული
წვეთთა სიმრავლით.

ოქროსფერ გუდიდან
გადმოყრილი,შემოდგომის 
სიუხვით სავსე-მდიდარი,
ნარინჯისფერი ფოთოლთა ცვენა.

მოჯადოებული სამყაროს 
ხედვით, შემოდგომის სურნელების 
 შესუნთქვით, დამთბარ-დამტკბარი,
ლამაზი-ლაღი სანახაობით.

ყოველივე ერთად შერწყმული,
ჯადოსნურ ლამაზ ზღაპარს 
წააგავს...
ელფები მოსიარულე,
ხის ძირას ჩამომსხდარნი,
პატარა მოციმციმე ქუდებით,
ლამაზ ბაბთიან ფეხსაცმელებით.

ფოთოლთა სიმრავლით,
ტყის პირას მათთი
ხტუნვა-თამაში,
სიცილ-კისკისით.

რაოდენ მომაჯადოებელია,
შემოდგომის მოქარგულ-მოხატული
ლამაზი ფერთა,
შერწყმული პეიჟაზები.

ე/ჯ

24.10.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი