უიმედობის საფეხურები
დრო ვერ გავიარე ისე რომ, ადამიანთა ცხოველური, არა ადამიანობით, რომ არ მენახოს, რომ არ გამევლოს, ეს დამცინავი... ღიმილთ-ღრჭიალი. ქურქით მოცმულნი, ბეწვით შემკულნი, ოქროთ ასხმულნი, ქაღალდის ფულის ფრიალით.. მონეტების ჩხრიალით... სახით ლამაზნი, ტუჩ-საცხიანი, სულით მახინჯნი, უდარდელი გამომეტყველებით... შენ კი კანკალით, მოსასხამის ნელი მოხურვით, შეციებული-შეცბუნებული, გზის გასასვლელს ბოლოს ჩიხში მოქცეულს, ქვაფენილზე ნელი სვლით. მომატებული სულის ტკივილით, ცრემლთა წმენდით, უიმედობით მოცული... ალბათ გაივლის უიმედობის ბევრი დოზები.. გამოანათებს მზე კიდევ ჩემი სულის წილი გამოდარებით, ისე არ წავვალ! რომ არ ავიარო! კიბის მაღალი საფეხურები!!! ე/ჯ 28.10.26
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)