გზა რომელიც არ მთავრდება


მანქანით მივქრივარ,
ქარი მიწეწავს თმებს,
ყელზე შემოხვეული
აბრეშუმის ლამაზ-ორნამენტიანი
შარფის ფრიალით.

გულის ციმციმით,
მომავლის ფერად-ფერადი
იმედებით,
გზა არ მთავრდება,
როგორც ჩემი ნათელი
ფიქრები.

ხეების ლამაზ ხეივანთა
ყურებით
განებრივებულ-გალაღებული,
მათი ფოთოლთა ცვენით აღვსილი
ზღაპრული სილამაზე.

ლამაზი დღის ხილვით
გალაღებული, გამდიდრებული,
გზა არ მთავრდება უსასრულოდ,
როგორც ჩემი ლამაზი ფიქრები.

მანქანა მიქრის ქრიალით,
ქარის შრიალ-ფრიალით,
მოხატულ-გაფერადებული
მხარის
შეხედვით დამთბარ-დამტკბარი.

ე/ჯ

29.10.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი