2B
წერისთვის ლექსის შექმნისთვის ვიყენებ 2B ფანქარს, რომელიც შედგება გარსი კედრის ხისაგან, ხოლო გული — გრაფიტის და თიხის ნაზავით. თეთრი თაბახის ფურცელზე ლამაზი მხედრული ასოს მოხაზულობით, მომრგვალებულნი, თანხმოვნებსა და ხმოვნებთან ერთად შეზავებულნი. სადაც იღვრება ჩემი განვლილი ცხოვრების, გასავლელი ცხოვრების თანახვედრა-თანაფარდობა, რომელიც აგრძელებს და აძლიერებს ჩემსა სულს, ჩემსა გულწრფელობას, ზოგისთვის მიღებული ნეტარება, ზოგისთვის მიუღებელი კეთროვნება. ჩემი ლექსები, ანბანის მიხედვით ჩამწკრივებულნი, საომრად გამზადებულნი, მუნდირასხმული ჯარისკაცებივითა, ისე ვარ დამტკბარი, როგორც შემოდგომისას მოდუღებული თათარასავითა და ახალი დამდგარი ყურძნის მაჭარივითა. 29.1026 ე/ჯ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)