მთა-ბარის მშვენება


მაღლივ შემდგარვარ მთასადა,
და გადმოვყურებ ცხვარ-ირემსაო,
რომ შემძლებოდეს ფრენა მე,
დავინახავდი ძირს მწვანედ
მოლივლივე მთა-ბარსა
და ველსაო...

თეთრი ფიფქებად დაფარულს,
მარგალიტებად ქცეულ,
მძივებად აცმულს,
ყვავილთა მრავალს-სიმრავლეს.

ზედ მოგოგმანე ფრინველთა,
ხოხობთა თავყრილობითა,
ცაში აჭრილთა არწივნო,
შემონახულო მხარეო!

სალი კლდეებით მოცულო,
გაუვალ ტყეთა დახედვით,
გამწვანებულო ყოველთა,
ულამაზესო მხარეო!

გულსა დიადით დაგჰყურებ,
სისძარღვთა მჩქეფარებითა,
ოქროს ყანებად ქცეულო,
ხორბლის თავთავთა სიუხვით,
ყურძნის ვაზებით 
გაშენებულო,დამშვენებულო,
ჩემო ძვირფასო მხარეო!

ე/ჯ

19.05.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი