ფიქრთა ველი


ფიქრთა ველი
ჩვენი ფიქრთა ველი,
ამაღლებულთა მთასა,
ამობურცულსა მაღლობსა,
დადაბლებულსა გორასა
ჰგავს...

დილის ნისლსა და
ნამით შემოსილსა ბალახსა,
ზოგჯერ ის ჩააგდებს
ლამაზ ფიქრთა მორევში,
ზოგჯერ კი აფორიაქებულ
ზღვათა ღელვაში...

ამ ფიქრთა დინებით
მილევით და მჩქეფარებით
მიედინება ჩვენი ცხოვრების
განუყოფელი წუთები...

ვაზის სავსე მტევნითა,
ვარდის სურნელებითა,
ცხრა თვალა ანთებული
მზისა და მთვარის
ნათელი შუქივითა დაგვილოცოს,
ღმერთმა ჩვენი ფიქრები!

შემკულნი ოქროს-ვერცხლის
ბრჭყვიალებითა შექმნილი,
ჩვენი ფიქრთა ბობოქარი 
მიმდინარე ღელვებითა...

ე/ჯ

17.05.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი