დროში გარბენით...


ერთი პატარა ქუჩის კიდეში,
ისმის ბავშვთა ჟრიამულთა ხმა,
ლახტით, სერობით, ბურთით თამაში
ორი პატარა გოგო - ბიჭის
ცალ ფეხზე ასკინკილათი
მხიარული შეძახილებით...

მეზობელ ბავშვებთან
ლაღი მღერა-გართობით,
ჩახუტებით, მოფერებით
დღის დაუვიწყარი.
გულიანი სიცილ-კისკისით
გატარებული ბავშვობის
დაუვიწყარ დღეებთან
მოგზაურობა.

ლამაზი დაუვიწყარი
ბავშვობის წლები, დრო...
იმ დროს პატარა ქუჩის კიდე,
სიცოცხლით სავსე...
დღეს კი .
სიცარიელე არის ჩაბუდებული,
შემოდგომის ფოთოლცვენით
ღამის ბინდით შემოპარული...

საათის ისრის ჩქარი გარბენით,
ის პატარა გოგო - ბიჭი,
ისევ ასკინკილას რბენით,
გულის სიღრმეში ისევ
ის ძველ დროში, 
ბავშვობაში დარჩენილი...

თამაშის ბოლოს,
თბილი კერაში დაბრუნება,
დედის და მამის ალერსით
განებივრებული, ცხოვრების
მარწუხების არ შეცნობით.

დღეს ეს კერა გაცივებული
ცეცხლ ჩამქრალი...
დედის და მამის მონატრებით
გულგადალეული...

ლამაზი დაუვიწყარი
ბავშვობის წლები, დრო
რომელიც გაზაფხულის
თეთრი-ყვითელი პეპლების
ფრენასა ჰგავს...
ვითარცა ქარის წისქვილის
ფრეთების უსასრულო
ტრიალ-ფრიალი...

რომელიც ვერ ჩერდება
მძლავრი შერხევით,
დროის გარბენით
საათის ისრის ჩქარი 
ბრუნვის 
ვერ სწრებით...

ე/ჯ

1.11.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი