მოლოდინით გარინდული


დაუბერა შემოდგომის

გაცილების სუსხიანმა,

ცივმა ქარმა,

ნარინჯისფერ ფოთოლთა

ცვენით და გაშიშვლებული

ტოტების მძლავრი შერხევით.

იგრძნობა ზამთრის

პირის ნელი სვლით

შემოპარება — სიცივის

შეგრძნებით და

ხელების ფშვნეტით.

ძველი წლის გაცილებით,

ბედნიერი დღეების

გახსენებით,

ახალი წლის,

ბედნიერებისა და სიხარულის

მოახლოების მოლოდინით

გარინდული...

ე/ჯ

9.11.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი