შემოდგომა ოთხ დროში


საქართველო ლამაზო,
შემოდგომის ერთ დროში
ჩაწნულო, მოქსოვილო
ლამაზ ფერთა სიმრავლით,
წელიწადის ოთხ დროში
განცდის დიდი ტრიალით.

შემოდგომის ყვითელი,
ალისფერი ფოთლებით,
შემოდგომის დედოფლად
აყვავებულ ყვავილთა:

ფერად ქრიზანთემებით,
ნაზი, წვრილი ფურცლებით
ყვითელგულა ასტრებით,
წითელ გეორგინებით.

მარადმწვანე წიწვოვან
ფიჭვების და ნაძვნარის
ლამაზ ხეივანებით
მწვანედ შემოსილები.

დათოვლილი მთებითა,
მყინვარწვერი მუდმივად
გახვეული საბნითა —
თეთრი თოვლის საფარით.

მთების ძირას, ქვევით კი,
მოლივლივე მდელოთი,
შემოდგომის პირასა,
ფოთოლცვენით გართული.

ასე მწკრივად იკვრება
შემოდგომის ოთხი
დროთა სიმრავლე -
გაზაფხული, ზაფხული,
შემოდგომა, ზამთრი,
მრავალფერთა სიუხვით
შეხამების სხივებით.

ასე შექმნა უფალმა!
წლის დროების 
დახატული ფერებით,
საქართველო დიადად,
უამრავი ბრწყინვალების
დიდებით!!!

ე/ჯ
13.11.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი