სწრაფი დინებად


ახალგაზრდობის წლები,
ისევ გვგონია არ წავა,
არ გაცვდება, თქვენ კი გგონიათ 
 ისევ ისე დარჩება ვითარცა 
ალმასის ბრჭყვიალებით
თვალთა სინათლე.

ხანაც ვიწრო ბილიკზე
ჩქარი ნაბიჯის სვლით,
ხანაც ფართო გზაზე
ნელი ნაბიჯებით მოსიარულე...

არამედ ისე ჩაირბენ,
სწრაფი სიჩქარით 
როგორც კიბის
ჩასასვლელი საფეხურები...


ისე გაიფანტება, როგორც
თოვლის ფიფქთა ცვენა
მიწაზე სწრაფი ქრობით,
გაზაფხულის წვიმის
წვეთების სწრაფი დენა...
გაჰყვება ცხოვრების
მტკნარ დინებად.

უკან მოხედვას ვეღარ
მოვასწრებთ, გაირბენს,
გაქრება ორთქლმავლის
ქრიალით, ქარის შრიალით.

სევდით, სიხარულით
აღვსილი ცხოვრების
წუთების გავლით,
სწრაფი სვლით
გამოჩენილი, ვითარცა
უდაბნოში დიდი ქარავანი.

ე/ჯ
14.11.26

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი