უსასრულობა...
სამყარო უსასრულობის ქსელებად ქცეული, მასში გაბმული ადამიანის შინაგანი სამყაროს იდუმალებით დაბურდული ხვიებად, გაურკვევლად მოქცევა. ხელი-ხელის მიახლოებით, შეხებით უამრავი დენის მუხტის მკვირცხლი ნათება, ნაპერწკალთა უამრავი სხივთა უკიდეგანო წრფეთა გაქცევა-გაბნევა. სიმღერა „ჩაკრულო“ ილიას, როსტომის, პირველი, მეორე ხმათა ხალხური მუსიკის უმწიკვლო ჩაწერით, ოქროს ფირფიტაზე ლამაზ ხაზთა მოხაზულობით. ხომალდი „ვოიაჯერის“ სივრცეში გაშვებით ვარსკვლავთშორის უსასრულო-უსასრულობაში, ციურ სხეულთა მოძრაობაში. დედამიწის გარე ცივილიზაციის გაცნობით... საოცარი მუსიკალური მრავალხმიანი ხმის ჟღერადობის მოზიდვით... ზღაპრული, საოცარი ხმების თანაბარი შესმენით, მაღლა ასხლეტვით, ციურ სხეულთა ახლოს მიახლოებით, უკიდეგანო სივრცის შეგრძნებით. თავი-გონება შერწყმული ზედა სამყაროს, ჯაჭვური შეკვრით, წრეთა ნათებით, უფლის სინათლის გამონათებით... უსასრულობისკენ შესისხორცებით.... ე/ჯ 16.11.26
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი