გაელვება


როგორ მინდა
ამა ქვეყნისა ამაოების
თავდავიწყება...
არ გახსენება,
სადღაც წყვდიადში
ჩუმად მიმალვა...

არა შერხევით —
წყნარად გარინდვა,
არა შეხედვით —
თვალების ხუჭვით,
წამიერ სუნთქვის
თანა შეკვრითა...

უკუნეთში გადაშვებით,
თან გადაკარგვით...
თითქოსდა აღარასოდეს
არ მიცხოვრია,
არ მიხედია
თვალთა სინათლით...

არა გათენებული
დილის,
არა დაღამებული
ღამის...
გაქცეული წამ-წუთების,
მილეული-მიკარგული
დროთა ხედვით...

სინათლე მკრთალი
ლანდივით,
სიბნელეში ხილვით
შავი ჩრდილივით...

თითქოსდა მოჩვენება
ყოფილა ცხოვრების
ბორბლის ტრიალი,
ვითარცა ღამის
სიზმარი.

წაკითხული, მოყოლილი
ამონადირთა
მოკლე ტექსტისა,
ჩქარი ქარის
გრიგალი...

წუთიერი გაელვება,
ვითარცა ცაში
მეხისა...
მოფრენილი ჩიტის
ფრთხიალი,
სიცოცხლე მოკლე
ამა ქვეყნისა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი