ხელოვნებათა სამყარო


მოცეკვავე ცეკვავს
ფეხის წვერებზე
წრიული მოძრაობით,
ტანის რხევით,
ჰაეროვანი კაბის შრიალით.

მომღერალი მღერის
გულის ძირამდე დასული
გრძნობათა ღელვით,
ხავერდოვანი ხმის ჰანგებით.

მხატვარი ხატავს
სამშობლოს ხილვით
მოხიბლული, ულამაზეს
ხეთა-ხეივანს...

პოეტი ჩაფლული
ფიქრთა არეალში,
ცხოვრების მძიმე-მადლით
გადმოღვრილი, წერით დაცლილი.

ხატმწერი გადმოსცემს
უფლის სითბოს, სათნოებას,
თეთრ ტილოზე ფერადად
ლოცვა-კურთხევას
ფუნჯის ნაზი რხევით.

სამყარო ხელოვნებით
მოცული, თეთრი
აფრების აშვებით,
ქვეყნიერების შემოვლით...

25.11.26
ე/ჯ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი