წარსულთან შეხვედრა


ნაზი წვრილად, თითქოს და შეუმჩნევლად 
გოფრესავით, წამოსულ ნაოჭებად,
ცოტათი შევერცხლილ ჭაღარას,
შეღებილი თმის დაფარვით...

შენი განვლილი ცხოვრების მიპარვით,
თითქოს მასთან შეხვედრის 
სიამოვნებით და-ვაი, რაოდენ
გულის ტკენის მალვით, დაფარულ
ვითომ სიცილით,მის უკან სქელი 
ფენა ფარდაგის ჩამოფარებით...

შენ ისევ ის დამარცხებული გგონივარ?
მაგრამ,ვაი რომ ვაგლახ 
ღმერთის ამოფარებით, მისი ნუგეშით,
მადლმოსილებით გადარჩენილი!

შენ ისევ თითქოს ძალიან კარგი,
ბრძენმოსილი, თავის შერხევით,
ქედმაღალი, ყოვლის მცოდნედ 
მოვლენილი რომ გონია თავი;
განვლილი ცხოვრებით და
გასავლელი ცხოვრებით მოგჩვენებია,
მართალი თავი? ვითომ ყოვლის 
მფარველთა, მაგრამ მლიქვნელი,
შენს სულს დაბუდეებია,
ყოვლის სიძულვილის მანკით.

მე კი თავხრით დიდი სმენით და 
მოთმინებით ვებრძვი ჩემსა სულსა,
ცოტაც და საათის გავლით, 
ამოვიოხრე და აი, დასასრულს 
მიღმა - მადლობა უფალს ამ
დათმინებისთვის!!!
რაც კი დამითმენია წყლის 
ბორბლის ტრიალ-ფრიალით!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი