მადლობა უფალს! ამოსუნთქვისთვის!


ადამიანი შეჰქმნა უფალმა,
მასში შთაბერა სიცოცხლის სული,
მისცა სხეულსა ფორმა,
მისცა უნარი აზროვნებათა,
შრომის უნარი, სამყაროს ნდობით,
ხელის შეგრძნებით,გრძნობათა
ხილვა.

ბუნების მძლავრი შემოგარენით,
მიწის,ხის ფესვთა, მასში მჩქეფარე 
ძარღვთა დინება,
ძლიერი მხარე ყოველთა გრძნობა.

ნაკადულთა სუფთა
წკრიალ-შხრიალით ჩამოდინება,
მისცა უფალმა თითეულს
გრძნობათა,
ღელვის თბობით მიღება.

ბარის, მთის,მწვერვალ,მაღალ-დაბალ
ჰაერით,
ცაში ცისფერი, მოფარფატე თეთრი 
ღრუბელებით,
დღისით მზის სხივთა შუქთა ბრწყინვალება,
ღამით მთვარის ნათება,
ვარსკვლავთა ცვენით.

რაოდენ დიდი სიმდიდრე,ხვედრი,
გრძნობათა დიდი ემოციებით,
მადლობა!!!

ამ ყველაფრისთვის,რაც კი ოდესმე 
ადამიანთა შექმნით,
გაგიხარჯია,ჯაფა და შრომა 
დაგიხარჯია, მადლობა!
მზის სხივთა 
დალამაზებით.
ცის კამარების ნათების შექმნით!!!

მადლობა უფალს! ყოველი სულის
ამოსუნთქვისთვის!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი