მადლიერებით გაწვდენილი ხელები!


ადამიანებს, ადამიანობით,
ბევრის შექმნა,
სიკეთის თესვა, შეუძლიათ,
ხელის,გულის წვდომით.

უდაბნოში,ხეთა რგვა,
მწვანე ბალახით შემოსვა,
წყლის არხით მიყვანა,
ხალხის მადლიერებით,
აწვდილი ხელებით...

მოხუცებულთა ხიდეზე,
ვერ გადასვლა, მათთვის 
პატარა,კოხტა ხიდის 
მშენებლობით და მათი 
მადლიერებით აწვდილი 
ხელებით...

მოხუცთა მძიმე ტვირთის,
ხელით ძნელი ზიდვა,
მათთვის ორთვალა
ურმის კეთება, მათი 
მადლიერებით აწვდილი
ხელებით...

მხატვარის სახლიდან,
წყლის დენა,მათი
შეკეთება, მხატვრის 
თბილი, მეოცნებე,
თვალების მადლიერებით...

გლეხი ხალხის მოსავლის,
აღების დროს წყლის 
შხაპით დახმარება,მათი
მადლიერებით აწვდილი 
ხელებით....

ხანძრის დროს,
მეხანძრეების დროული
დახმარებით, ჩამქრალი ცეცხლი,
სახლების და ხალხის გადარჩენით,
მათი მადლიერებით,
აწვდილი ხელებით...

გლახაკთა ნახვით,
პურ-ღვინით დაპურება,
მათთვის,თავის მხრივ,
პატივისცემა...
მათი მადლიერებით
აწვდილი ხელებით...

მადლიერების გაღებით,
უფლისგან ბოძებული,
დიდი სითბოთს, სიყვარულის,
დალოცვით დიდი წყალობის
მიღება...

რაოდენ დიდი სიმდიდრის,
გაღება თან შეგვძლებია,
ადამიანთ, ხელის გაწვდენით,
გულით დალოცვა...
სითბოს ერთმანეთის,
გადანაწილებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი