ხედები მრავალ ხედვებით
ყვავილნარ ქცეულ ქვეყანას, გადაჭიმული მთებითა, მდელოთი, ხავერდოვანი ხავსითა, მტკნარი მდინარის დინებით, ქვეყანა ლამაზ ხედებით. ჩანჩქერი მჩქეფარედ ქაფად ჩამომდინარი, აყვავებული ყვავილთა ფერადი საბნის საფარით. აშენებული სასახლით, ხიდები მრავალ სიმრავლით, წყალში მცურავი ნავებით, ნაპირს მდგომ თეთრი გემებით. ზღვაზედ მფრინავი თეთრი თოლია, ტბაზე მცურავი თეთრი გედი ლამაზ-ამაყად. ბაღნარად ქცეულ სამყაროს ტკბობა, ღვთისმშობლის ნაქარგ ხატებად ხედვით, სულის მორევში ღრმად ჩათვლემილი ადამიანის აზრი-გონება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი