ფრენა უსასრულოდ მე
რომ შემძლებოდა ფრენა მე, მემოუფრენდი ციურ სხეულთა, შემოუფრენდი მთლიანი სამყაროს, ამოუფრენდი ზეცას ზედა მე... ჩავეფლობოდი ღრუფელთა ფენას მე. ვიფრენდი მაღლა, მთელი კოსმოსის ხომალდის სწრაფი სიჩქარით, ჩავუქროლებდი მზის და მთვარის ხედს, მომჭრიდა თვალსა მძლავრი სინათლე, ავიფარებდი შრიალით ფრთებსა... ჩავუქროლებდი სატურნის,მარსსა მე. ჩავუქროლებდი ჩემს დედამიწას, შემოუფრენდი ნაკადულთა ჩხრიალის ხმას მე... აღელვებულ ზღვასა ზღვის ფერსა, აბობოქრებულ ოკეანეთა ტალღებს ქაფიანს, მტკნარი დინებით მდინარ მდინარეს. ამოუფრენდი მაღლა მთებს, მწვანედ ლივლივას, თოვლიან მწვერვალებს ფრთების ფრიალით, გავერეოდი მაღლა ფრენით მე, ჩიტების გუნდს ფრენას სიაამით... ვიფრენდი,ვინავარდებდი, სიცოცხლის ხიბლის ხილვის წყურვილის დასაოკებლად, მხურვალი მთელი სამყაროს ხილვად მე....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი