შემოდგომის ხილვით დამთბარი
შეყვითლებული -მოოქრვილი ფოთლებით შემოსილი ხეები, მინდორში ჯერ მწვანედ შემონახულ ბალახზე მიმობნეული, უამრავი ფოთოლთა სიმრავლე. თვალის შევლებით, ნელი ნაბიჯით მოსიარულე, ფეხქვეშ ფოთლების შრიალით, ქარის ნაზი ფერებით, ბუნების ბოძებული, ლამაზ სიმდიდრით. შემოდგომის საოცრებით მოხიბლული... შემოდგომის სურნელების შესუნთქვით მიღებული ნეტარება... განებივრებული პატარა ბავშვივით მომცქირალი, ყოველივე ხილვისა, სავსე დამთბარი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი