განვლილი ცხოვრების არ დავიწყება
თბილად გატარებული ბავშვობა, ეზოში მორბენალი შავყურა ცუგასთან, თბილი ფუმფულა ფისოსთან, ხელის გადასმით ფისოს კრუტუნი. სკოლიდან მოსული ჩანთის მოსროლა,ჩემს პატარა ოთახში, დედის ნაზი ხმით შენიშვნა... მისი სათუთი თითების ფერებით. ხეებზე ხტომით, ხეებზე ქანაობით, ხეებიდან ხილის მოწყვეტით, გემრიელად ჩაკოკლოზინებით, ეზოში ცელქობით ტრიალით. ლახტით თამაში, კლასობანას ქვის სროლით, ასკინკილას რბენით, ხმამაღალი შეძახილებით, დიდი მხიარული გართობით. სკოლის დამთავრებით, ბოლო ზარზე თეთრი მოხდენილი ბაბთებით, გახამებული თეთრი წინსაფარით, მომავლისკენ წინ სწრაფვით... სულ მალე ქვეყნის არევით, აწეწვით, ხალხის სიცივით, შიმშილით გავლილი ცხოვრების მძიმე გასასვლელი წლეები, დღეები, წუთები წამებით... მომავლის გეგმების ჩაშლით, ჩამოშლით, შექცევადი უკუჩვენებით, შეუჩვეველი ცხოვრების ცხოვრებით... მომავლის ოჯახის შექმნით, ობოლი გოგოს უცხო სადავეების მართვით... რთული ოჯახის წევრების შეხვედრით, დახვედრით მათი მოწონებული, ბოლოს დაწუნებული... უარყოფილი, დაღრეჯილობით შეურაწყოფილი,განდეგილად, ცხოვრებით ცხოვრება, ერთი პატარა ობოლი გოგოს ცრემლებით... ჩემი დედის აუხდენელი ოცნება-მისი შვილის ლამაზ თეთრი კაბაში გამოწყობილი... არ ახდელი ცხოვრებით ცხოვრება მეუღლის, შვილის სიყვარულით დათმენით, დიდი სიდუხჭირისა გავლით, გადატანილი რაოდენ დიდი ტკივილით ერთად დგომით, გამოვლილი ცხოვრების მძიმე ხვედრითა. დღეს თმაში ჭაღარას შემოპარვითა, ნახევარი ცხოვრების გავლით ცხოვრებასთან შებრძოლებით, უფლის გვერდით დგომით! სიცოცხლის სულის შერჩენით! ეხლა ჩემი მომავალის ნათებით, ლამაზი სვლით გახარებული, დამშვიდებული, მათი სხივგაბრწყინებილი სახეებით, სიყვარულით დამტკბარ-დამთბარი. მაგრამ წინა ცხოვრების მოუშუშებელი იარად დარჩენილი, სულის სიღრმეში მწარე ტკივილის არ გასვლით ამარად დარჩენილი, მწარე ტკივილით... უფალს მადლობა ჩემი ცხოვრების დათმენისთვის, გვერდითი დგომისთვის, ყოველივე ამაოების გადატანისთვის!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი