სულში ჩამწვდომი რითმი


აღელვებული ოკეანე,
აქაფებული ტალღებთა ცემა,
ცა ცისფერად მოხატული 
თეთრი ღრუბლებით მიმოფანტული,
ჰაერში მფრინავი თოლიების 
შორი -შორს ლამაზი ფრენა.

ოკეანესთან ახლოს,
აღმართული კლდოვანი მასა,
მასზე შემდგარი მევიოლინე,
თეთრი პერანგით, თეთრი ბაბთით,
მუსიკალური რითმების ფრქვევა.

ცოტათი ქვემოთ ნაპირს,
ქვიშიან მასით მობნეულ მხარეს,
როიალთან მჯდომი პიანისტი,
შავ ფრაქში გამოწყობილი,
კლავიშებზე თითების მოძრაობით,
ნაზი-ჰაეროვანი დამათრობელი 
ნოტების სმენა...

ოკეანეს ზემოთ ცალკეულ მხარეს 
მდგომი, მაღალი კლდოვანი 
მასის გამოხატულებით,
მრავალ მუსიკოს ადამიანთა 
ორკესტრი თანმხლები,
ხატოვანი მუსიკის,
ნოტების მრავალ ჟღერადობით,
ლამაზი შერწყმა...

ოკეანეს ზემოთ ორკესტრის,
მევიოლინეს, პიანისტის 
ერთობლივი მუსიკალური 
რითმში ფრენა.

ოკეანეს შორს მიღმა,
მრგვალად ცეცხლოვანი 
მზის სხივების ხედვით,
რაოდენ სულში ჩაწვდომით,
ისმის ტალღებთა  რღვევა,
მუსიკის რითმთან შერწმით,
უდიდესი სულიერ სიმშვიდის 
გულთან მრავლად ფრქვევა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი