ეკლიანი გზით მავალნი


უცნაურად მოსაუბრედ
შემხვედრი, გულდასმით მსმენელნნი...
ვერაფრის გამგები,
გაოცებულნი.

დაე,ამ ყველაფერის
ამდენი უცნაურობით,
გვეშველება რამე?
რამდენი შეკითხვის
უპასუხოდ,გაუგებრად
მიღმა დარჩენილ...

ეულად დარჩენილნი,
გზას აცდენილნი,
მგზავრთა შემხვედრნი,
არასწორ,უგულო,
სულგამოცლილ ადამიანთაგან...

გადაღლილნი, არასწორი 
გზით სავალი,დაბურდული
ეკლიანი გზით დაკაწრულნი,
სისხლიანი ზოლების
ტკივილით მოხრილნი,
არავის შველით გახევებულნი.

სხვათაგან დაკაწრული,
ტკივილების არ შეცნობით,
აშენებული სასახლეებით
შავი მანქანების 
მატარებელნი...

სხვისი ტკივილის
არ შეგრძნებით,
სიგარით ხელში, უდარდელნი,
ბოლის ამომშვებნი...
ხელზე მძიმე
მაჯის საათების მზიდავნი...

არ დასრულდება
დაბურული, დაბურდული 
გზით სავალი...
მხოლოდ,ცაზე აპყრობილი
ხელებით, მუხლმოდრეკილნი,
მზიდავნი თვალებით შეწყალებისა.

უფლის იმედად
დარჩენილნი,ხალხის ვედრებად,
ეკლიანი გზის დასავიწყებლად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი