შვილთა ფერება
შენი ლამაზი პატარა თითებით, რომლის შეხებით მიამებ ნაზსა სულსა, ნაზი სურნელით, რომელიც აყვავებულსა,შეფოთლილ ატმის ყვავილთა, სურნელებას ჰგავს. რომელიც ყოველთვის ძალას მიმატებს, ძლიერებისა დიდი შეპყრობით, რომელიც მიქმნის, სიცოცხლის ძლევას, ჩემში ჭაღარა შემოპარვითა, ღამის ანთებულ ლამპარივითა, შენ გაიზარდე,გახდი ვაჟკაცი, შენი მზერა ჰგავს, ხევისბერ გოჩას. აზვირთულ მხარ-ბეჭით, ლამაზ ცოლ-შვილით, გულს მიფრთხიალებთ თქვენი შეხედვით და ნაზი თბობით. დამილოცნიხართ! მომავლის ტკბობით, ლამაზი ოცნების, ფიფქების ცვენით. ფუტკრის შექმნილი, ტკბილ თაფლივითა, ქარიშხლის დიდი ძლევამოსილით, ფერადი, დიდი ლამაზი სცენით, დამილოცნიხართ! უფლის დიდებით!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი