გაზაფხულის შემოსვლა
გაზაფხული მოსვლასა გვამცნობს წვიმის ნაზი წვეთებითა, საამურად შერწმულ მელოდიურ ჰანგების ფრქვევითა. ხეები კვირტების გასკდომითა, იეები კი ხის ძირას, იასამნისფერ კაბების ციმციმითა, კოხტად შემოსულები. ატმის ხეები, ვარდისფერი ყვავილების ამოფრქვევითა.. ტყემლის თეთრი-ფითქინა ყვავილების ნაზი სურნელებითა, გაზაფხულისა თავბრუდამხვევი ჰაეროვანი შემოხვევითა. ეზოში შაშვის ნავარდით, ფისოს თათის ფერებითა, პატარა მურას ყურების ცქვეტითა... შემოფრენილი შავი მერცხალი, მერცხალისა დატოვებული თავის სახლისა ბუდეს სტრიალით, ჩიტებთა გუნდის ჟღურტლ-ფრთხიალი, გაჟღენთილია ქვეყანა, გაზაფხულისა შემოსვლით, ლაღი გულისა ფრთხიალით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი