ქალი ძლიერი
ქალი ნაზი, ღვთიური მოვლენაა მთელი ქვეყნისა, ქალი ყოვლისმძლე, ყოვლის მყურალი, ყოვლის აღმსრულებელი ამა ქვეყნისა... ქალი ქალღმერთი, თეთრი ფრთების ფრიალით, შემოხვევით როგორც ჯაჭვის პერანგით, უძლეველი ქვეყნის დარაჯად. ქალი დედაა უპირველესად, მეუღლე, და, მეგობარი, ნათესავი, მეგზური თანაცხოვრებისა... ქალი ძლიერი, მაღლად ამსვლელი ყოვლადა, მფერებელი, ნათელი წრფელი გულის სხივისა. ქალი თბილად მღიმარი, მეუღლის დგომით გალაღებული, ქალი შვილის მყურალი, დამტკბარი ვით თაფლი ოქროს ფერითა. ქალი მებრძოლი, ცხრა ძმა ხერხეულიძეთა, გულის-პირთა გადადებული, აღმართული ხმლით სისხლისღვრითა.,. შვილებთა დაცვით გადაქანცული, შვილებთა სიცოცხლის ღვრა ცრემლითა, როგორც აზვირთულ მდინარედ,მდინარი ნიაღვარივით. ქალი უძლიერესი ბუნების, სულის მღიმარე, უფლის ხელით შექმნილი, შეუცნობელთა ქმნილებად, მოვლენილი ამა ქვეყნადა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი