ხვალის გამოსწორებით


ცხოვრება გაუგებარი 
შეუცნობელი ფენომენია,
ეკალ-ბარდით მოცული,
გასავლელი გზის არ ხედვით.

სხეულის, სულის 
გაკაწვრით,დამძიმებით,
გადაღლილი, სინათლის 
არ ხედვით გაოგნებული.

მწირი ბილიკის სვლით,
ძალ-ღონე მიტოვებული,
მწარე დასასრულის 
არ დამთავრებით...

ჩამომჯდარი ბილიკთან,
ახლოს კლდოვან ნატეხზე,
მოსვენებით ახლის ლოდინით,
მზის ერთი სხივის გამონათებით,
სითბოს შეგრძნებით.

ხელის სახეზე აფარებით,
თვალებზე ცრემლის ცვენით 
გახარებული...
მომავლის იმედად შემორჩენილი.

მზის სხივის გამონათებით,
შემთბარ-გამთბარი 
გამოდარებით, ხვალის,
ზეგის მოლოდინის 
გამოსწორებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი