ყავის ფინჯნით დამტკბარი
აივანზე ყავით სავსე ფინჯნით ხელში, ყავის სურნელებით დამტკბარ-დამთბარი. შემოდგომის პირს, ფოთოლთა ცვენის მხედვარი, ნაზი ნიავი თმების შერხევით, შალის მოსახამით მჯდარი, არემარეს ხილვით, დამთბარ- დამტკბარი. ირგვლივ თვალის ნებიერებით, ბუნების სიმწვანით, შრიალ-ფრიალით, ხალხის შექმნილთა მყურალ-მცქირალი. ახალ ნაწვიმარზე, ლამაზ სოკოებივით, კოპლიანი თავსაბურავებივით, ამოსულა მრავალ მშენებარე -აშენებულთა სახლ-ბინებთა სიმრავლე. კოშკურ-ამწეკრანებით, ზოგი ფლამინგოებივით მაღალ ფეხზე მდგომი, თითქოსდა თევზის ჭერით დასაქმებული. ზოგი კოშკურა ამწეკრანებით ჟირაფივით მაღლა, კისერ აწეული, რკინის კონსტრუქციების სიმძლავრით აგებული. ირგვლივ მიმოხედვით, მაღალ-დაბალი გორაკებით დამშვენებული, ნაძვების რიგით, ალვის ხეებით ჩამწკრივებული, საფეხბურთო მოედანზე მწვანე მოლზე, მოთამაშე პატარა ბიჭებით. კიდევ ქვევით ხედვით, მხიარული,სევდა-ფიქრით, ხმამაღალი ხმით, მტკიცე ნაბიჯებით მოსიარულე ქალთა,მამაკაცთა,მოხუცთა, ბავშვთა მორბენალნ-მოსიარულენი ცოტათი ზევით, შორიდან-მოშორებით, აზვირთული ქართველთა მეფეთა,მებრძოლთა მემორიალი, ჩვენი ქვეყნის გმირებად მცქერალნი... რაოდენ ლამაზი ყოფილა, ერთი დღის კადრების ყურება, ერთი ფინჯანი ყავის სმით, დამთბარ- დამტკბარი. 15.10.26
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი